ტიტე აროშიძე - ჩანაწერების ავთენტურობა უნდა დადგინდეს, რაც მოვისმინე კონტექსტიდან ამოვარდნილია - „ნაცმოძრაობა“ ცილისწამების კამპანიას აგრძელებს

პირველ რიგში ჩანაწერების ავთენტურობა უნდა მოხდეს, ის რაც მოვისმინე კონტექსტიდან არის ამოვარდნილი, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლეს საბჭოში "ქართული ოცნების" წევრი ტიტე აროშიძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს.

ტიტე აროშიძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მოსყიდვასთან და ზეწოლასთან არანაირი კავშირი არ გააჩნია.

"პირველ რიგში თანავუგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს. მინდა გამოვეხმაურო დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ბატონმა გიორგი კირთაძემ გააკეთა. პირველ რიგში, მნიშვნელოვანი და აუცილებელია მოხდეს ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა. რეალურად, ის რაც მოვისმინე, არის კონტექსტიდან ამოვარდნილი, რაღაც დაჩეხილი ჩანაწერები, სადაც რეალურად არ ისმის, თუ რაზე არის საუბარი და მკვეთრი პოზიციონირება, თუ რას სთავაზობენ, როგორ სთავაზობენ, ჩემთვის გაურკვეველი რჩება. ამიტომ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია დადგინდეს ჩანაწერების ავთენტურობა.

მეორე და მნიშვნელოვანი, რაც გახლავთ არის ის, რომ ის პირები, ვინც არის ჩანაწერებში, არ არიან შემხებლობაში პარტიის ბათუმის ორგანიზაციასთან და ჩემთვის წარმოუდგენელია თუკი რეალურია ეს ჩანაწერი, ეს მოხდა თუ არ მოხდა მათი ინიციატივით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მე როგორც ვიცი, საკითხზე მუშაობენ შესაბამისი ორგანოები, შესაბამისი უწყებები და მე მინდა კიდევ ერთხელ პასუხისმგებლობით განვაცხადო, არანაირი შემხებლობა პარტიას მოსყიდვასთან, ზეწოლასთან, სხვა რაიმე ზემოქმედებასთან არ გააჩნია და შესაბამისად, უნდა გავმიჯნოთ ამ შემთხვევაში პარტიის თემა და ვიღაც პირის.

მე პირველ ბრიფინგზეც განვაცხადე, თუკი ასეთი რამ მოხდა და ეს მოხდა ვინმეს ინიციატივით, რა თქმა უნდა ის ინიციატორი შესაბამის პასუხისმგებლობას აიღებს საკუთარ თავზე. ნახსენები იყო ბატონი თორნიკე რიჟვაძე და მისი ოჯახი, აქაც კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ არც ბატონ თორნიკეს და არც მის ოჯახს არანაირი შეხება არც კანდიდატთან და არც იმ ადამიანებთან, ვინც მისული იყო სავარაუდოდ, მოლაპარაკებაზე, რაც ჩანაწერში ჩანს, არ გააჩნიათ. ჩვენ არც ამის დრო გვაქვს და არც ამის ფუფუნება, რომ ვესაუბროთ კანდიდატებს ამ თემაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ აგრძელებს ისევ ცილისწამებების კამპანიას, ჩვენ ცილისწამებას აუცილებლად ვუპასუხებთ.

მინდა განვაცხადო და ვთქვა რომ, ყველა ცილისწამება იქნება პასუხგაცემული. ის, რასაც ისინი ბინძური კამპანიის ფარგლებში, ადამიანის ღირსებას და სიცოცხლეს იყენებენ პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ჩვენი პარტიისათვის და მმართველი გუნდისათვის არის მიუღებელი”, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან