ზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს გამოკვლევები ჩაუტარდათ

ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს მობილურ კლინიკაში ერთი კარის პრინციპით 6 დაავადების (ტუბერკულოზის (TB), COVID-19-ის, C ჰეპატიტის (HCV), აივ/შიდსის (HIV), დიაბეტის (DM) და არტერიული ჰიპერტენზიის (HBP)) ერთდროული სკრინინგი ჩაუტარდათ. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მობილური კლინიკა აღჭურვილია ციფრული რენტგენის აპარატით, რომელსაც სპეციალური CAD4TB სისტემით შეუძლია ტუბერკულოზისათვის დამახასიათებელი რენტგენოლოგიური პათოლოგიის დაფიქსირება, ამ პათოლოგიის ქულობრივად შეფასება და მიღებული გამოსახულების, თუ გამოკვლეული პაციენტის ინფორმაციის შენახვა და გაზიარება.

„სამედიცინო მომსახურება ახალი კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების გათვალისწინებით, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შესაბამისი რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობდა.

პროგრამის მიმდინარეობას აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და ტუპერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა ავალიანი ესწრებოდნენ.

პროექტი ხორციელდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პატრონაჟით. პროექტის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სხვადასხვა დარღვევათა ადრეული დიაგნოსტიკა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს