პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?

პროგრამა ბალანსი არის თანამედროვე ქართული საბუღალტრო პროგრამა, რომელიც სცდება ტრადიციული საბუღალტრო პროგრამების ფუნქციონალს და ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესის როგორც ყოველდღიურ საოპერაციო, ისე ფინანსურ აღრიცხვას. საოპერაციო ნაწილში ბალანსი ფარავს სამშენებლო პროცესების, წარმოების, ქსელური და მცირე მაღაზიებისა და სერვის სფეროს ფუნქციონალს, გამოიყენება როგორც ონლაინ ვაჭრობის პროგრამა.

რაც შეეხება ფინანსებს ბალანსში სრულად ავტომატიზირებულია ბუღალტერია - ეს ნიშნავს, რომ პროგრამა ავტომატურად აკეთებს დებეტ-კრედიტის გატარებებს დაფიქსირებული ოპერაციების მიხედვით. პროგრამაში უკვე აწყობილია სტანდარტული ანგარიშთა გეგმა, თუმცა შესაძლებელია ნებისმიერ სამეურნეო ოპერაციაზე შეიცვალოს დეფოლტად მითითებული ანგარიშები. ამასთან, ბუღალტრულ ანგარიშგებებში და ფინანსურ რეპორტებში გამოტანილი მონაცემები შეიძლება გაიშიფროს დეტალურად - პირველადი დოკუმენტების ბუღალტრული გატარებების დონეზე. ეს ნიშნავ რომ პროგრამას აქვს ავტომატიზაციის შესაძლებლობა, თუმცა ადამიანის ჩართულობა ნებისმერი ეტაპზე არის შესაძლებელი თუ ეს საჭირო გახდა.

ბალანსი არის ღია პროგრამა - აქვს ინტეგრაცია სხვა ღია პლატფორმებთან, მაგალითად ონლაინ ვაჭრობის პლატფორმებთან, BI სისტემებთან და ა.შ. გარდა ამისა პროგრამა ინტეგრირებული და სინქრონიზებულია საგადახდო პორტალთან-rs.ge ბუღალტრის მიერ შესრულებული სამუშაო პარალელურად აისახება RS.ge-ზე - 1 კლიკით არის შესაძლებელი სასაქონლო ზედნადებებისა და ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვაც და ჩამოტვირთვაც და პროგრამაში შესაბამისი ბუღალტრული გატარებების შექმნაც. ბალანსი ინტეგრირებულია ონლაინი ბანკებთანაც: ექსელის დოკუმენტით იტვირთება ბანკის ამონაწერი, რის საფუძველზე პროგრამა ავტომატურად ქმნის გატარებებს.

რამდენიმე კვირის წინ პროგრამას დაემატა მიღებული სესხის აღრიცხვის ფუნქციონალიც. ამიერიდან პროგრამაში ავტომატიზებული იქნება როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი სესხებისა და დარიცხული პროცენტების არღიცხვა, ასევე სესხის ხელშეკრულების პროგრამული გაფორმება.

ფუნქციონალის გასააქტიურებლად საჭიროა მხოლოდ ადმინისტრირების მოდულში, ფინანსურ აღრიცხვაში ალამის მონიშვნა. შედეგად, პროგრამის ბაზაში დაემატება: ანგარიშის კლასები - მოკლევადიანი სესხი, გრძელვადიანი სესხი, დარიცხული პროცენტები, სესხის ხელშეკრულება; დოკუმენტები - დარიცხვები სესხების მიხედვით; ფულის დოკუმენტებში - სესხის მიღებისა და სესხის გადახდის ოპერაციების ტიპები. ბანკის ამონაწერის წესებში - სესხის მიღების და სესხის გადახდის ოპერაციები.

პროგრამული ჩაშლა ასეთი იქნება: არსებულ ბაზაში თუ ფიქსირდება 3210 ანგარიშზე ან 3210-ის ქვეანგარიშზე ბრუნვა, პროგრამა დაამატებს ახალ 3250 ანგარიშს მოკლევადიანი სესხის კლასის. თუ 3210 ანგარიშზე ან 3210-ის ქვეანგარიშებზე ბაზაში არ ფიქსირდება გატარება, მაშინ 3210 ავტომატურად მიენიჭება მოკლევადიანი სესხის კლასი და ანალიტიკად მიეთითება სესხის ხელშეკრულება. იმავე ლოგიკით დაემატება 4150 გრძელვადიანი სესხის და 3450 დარიცხული პროცენტის კლასის ანგარიშები 4140 და 3410 ანგარიშებზე გატარებების არსებობის შემთხვევაში.

სესხის ხელშეკრულებისა და სესხების მიხედვით დარიცხვების ნახვა ფულადი სახსრების მოდულში, სესხების განყოფილებაში.

ამასთან, ვინაიდან სესხის დაფარვისას მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია დეტალურად ადევნონ თვალი გრაფიკს, ბალანსში სესხის ხელშეკრულებაში შესაძლებელია გადახდის გრაფიკის გაწერა პროგრამულად. სესხის ხელშეკრულებაზე შესაძლებელია მიეთითოს ყოველთვიური სესხის საკომისიო (ფიქსირებული თანხა) ან მიეთითოს გრაფიკში. სესხის გრაფიკის მონაცემების მიხედვით ავტომატურად ივსება პირველი დარიცხვის თარიღი და ბოლო დარიცხვის თარიღი. ბალანსს აქვს ინტეგრაცია ექსელთან, რომელიც პროგრამის ყველა მოდულში არის ხელმისაწვდომი. სესხების ფუნქციონალშიც ასევეა - გრაფიკის შევსება შესაძლებელია ექსელის ფაილის შეტვირთვით ან სურვილისამებრ, ხელით.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ბალანსში ავტომატიზებულია ბუღალტერია - სესხის შემთხვევაში შევსება ღილაკზე ერთი დაკლიკებით დოკუმენტში ბალანსი ავტომატურად ავსებს ყველა იმ აქტიურ სესხის პროცენტს და საკომისიოს, რომლებსაც გრაფიკით აქვს განსაზღვრული დარიცხვა, მითითებულ პერიოდში.

პროგრამა ბალანსის 1c უფასო დემო ვერსია შგიძლიათ ნახოთ ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.balance.ge ან პირდაპირ დაუკავშირდეთ ბალანსის გუნდს - 596 105 890.

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა