სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები თორნიკე რიჟვაძის გადადგომას ითხოვენ

აჭარის მთავრობის სახლთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები იკრიბებიან. როგორც ისინი აცხადებენ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მოსყიდვისა და შანტაჟის გამო, დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს.

შეკრებილები მოითხოვენ, რომ გამოიძიონ ბათუმის საკრებულოს ახალი მოწვევის დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლისა და მუქარის საქმე.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებული ჩანაწერები ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა სცადეს ბათუმის საკრებულოს წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის მოსყიდვა და დაშინება. ნუგზარ ფუტკარაძე ამ შემთხვევიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. წინა მოწვევის საკრებულო ამ მძიმე სიტუაციაში იკრიბება, ახალ საკრებულოს არ კრებენ და დღეს ბიუროს სხდომა აქვთ და ხვალ გეგმავენ წინა მოწვევის საკრებულოთი ბიუჯეტის დამტკიცებას, რასაც ჩვენ გავაპროტესტებთ. დღეს აქ ვიმყოფებით, ახალი მოწვევის საკრებულოების ოპოზიციური წევრები და ვითხოვთ გამოძიების დაწყებას. იმედი არ გვაქვს, რომ ეს ხელისუფლება რაიმეს გამოიძიებს. ხელისუფლება ქუჩის გარდა აღარ გვიტოვებს სხვა გზას, რომ ჩვენი სიმართლე დავამტკიცოთ",- აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლაშა კილაბერია.

აჭარის მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა