საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში

ციფრულ საუკუნეში ინფორმაცია თითქოს ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი რესურსი გახდა. ერთი შეხედვით, ნებისმიერ კითხვაზე პასუხი ჩვენს ხელთაა, თუმცა ხშირ შემთხვევაში ჭარბ, დაუხარისხებელ და არასანდო ინფორმაციას არასწორ შედეგებამდე და გადაწყვეტილებამდეც კი მივყავართ.

08 ჯგუფმაც სწორედ ამ მიზნით შექმნა ახალი საინფორმაციო ცენტრი 08.GE - ერთიანი სივრცე, რომელშიც მომხმარებლები მარტივად, სწრაფად და სრულიად უფასოდ მოიძიებენ ზუსტ და საჭირო ინფორმაციას.

მნიშვნელობა არ აქვს კვების ობიექტს ეძებ სახლთან ახლოს, გაინტერესებს რომელი აფთიაქი მუშაობს შენთვის სასურველ დროს თუ მოულოდნელად სატრანსპორტო განრიგი ან უბრალოდ გაცვლითი კურსის დაზუსტება დაგჭირდა - 08.GE-ის უსაზღვრო ბაზაში ყოველთვის იპოვი შენს კითხვაზე სწორ პასუხს. გარდა, ვებ-გვერდის ვიზიტორების ინფორმაციით მომარაგებისა, 08.GE ერთგვარ შუამავლადაც კი იქცა ბიზნესსა და მომხმარებელს შორის, რადგანაც მუდმივად განახლებადი ბაზების მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია 70,000-ზე მეტი კომპანიის შესახებ მოიძიოს საკონტაქტო და ბიზნეს ინფორმაცია და სწორედ 08.GE-ს მეშვეობით ეწვიოს მათ ოფიციალურ Facebook თუ ვებ გვერდებს.

საინფორმაციო პორტალი და მობილური აპლიკაცია მაქსიმალურადაა მორგებული თანამედროვე ადამიანის ცხოვრების რითმზე. ეს ვირტუალური სივრცე იდეალურ ასისტენტად იქცევა მათთვის, ვინც აქტიურია, ხშირად გადაადგილდება ქალაქში, მაგრამ ამავდროულად დროში საკმაოდ შეზღუდულია და სჭირდება, რომ სწრაფად მოიძიოს სასურველი ინფორმაცია. 08.GE-ს დახმარებით მარტივი ხდება რუტინული პრობლემების გადაჭრაც. მაგალითად, ის ფაქტი, რომ ვებ-გვერდის მეშვეობით შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ აფთიაქზე ცოცხალ რეჟიმში ინფორმაციის მიღება (სამუშაო საათები, საკონტაქტო ინფორმაცია, მისამართი თუ ა.შ), ცხადია, უფრო ამარტივებს ყოველდღიურობას.

საინფორმაციო პორტალ 08.GE-ის უპირატესობა ამ ყველაფერთან ერთად ხარისხი, საიტის მარტივი და მომხმარებელზე მორგებული დიზაინია. შეიძლება ითქვას, რომ იგი ქართულ რეალობაში ერთ-ერთი სრულყოფილი, თანამედროვე საძიებო სივრცეა. ამ ყველაფერთან ერთად, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ პორტალის შექმნასა და ფუნქციონირებაზე 08 ჯგუფის გამოცდილი წევრები ზრუნავდნენ. 08 ჯგუფი ყველასთვის კარგად ნაცნობი 118-08 გახლავთ: პროფესიონალებისაგან შემდგარი კომპანია, რომელიც 2008 წლიდან მოყოლებული ოპერირებს ბაზარზე და ფლობს ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მოცულობით და სანდო მონაცემთა ბაზას. დღესდღეობით კომპანია მომხმარებლებს კომუნიკაციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს და შემდგომში მომსახურების გაფართოებასაც გეგმავს:

  • 24 საათიანი საინფორმაციო ქოლ-ცენტრი 11808
  • საინფორმაციო ვებ-პორტალი და აპი 08.GE
  • ბიზნეს ინფორმაციის ცნობარი INFOSHOP.GE
  • აუთსორსინგული, დისტანციური ქოლ-ცენტრის მომსახურება
  • E-MAIL და SMS მარკეტინგი
  • კვლევითი მომსახურება და ტელემარკეტინგი

ზემოთ ჩამოთვლილ სერვისები საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოა, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მათ ერთი მთავარი რამ - ინფორმაციის სანდოობა და სიზუსტე - აერთიანებს. სწორედ ის ძირითადი იდეა, რომლის რეალიზებასაც კომპანია 08.GE-ს პორტალის მეშვეობით ცდილობს.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა