კახა კალაძე - მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პარტიასთან, რომელიც საკრებულოშია წარმოდგენილი

თბილისის მერის განცხადებით, ის მზადაა დედაქალაქის საკრებულოში შემავალ ყველა პარტიასთან თანამშრომლობისთვის.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მზად იყო ამისთვის 2017 წელსაც, თუმცა, თანამშრომლობის ნაცვლად, ოპოზიციამ „პოლიტიკური შოუების“ მოწყობა დაიწყო.

„2017 წელს, თუ გახსოვთ, გავაკეთე განცხადება, რომ მზად ვიყავი თანამშრომლობისთვის და მართლა დავიწყე თანამშრომლობა. მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ ოპოზიციური გუნდის წარმომადგენლები, თუმცა, პოლიტიკურმა ფიგურებმა, კონკრეტულად, ლევან ხაბეიშვილმა დაიწყო თავისი პოლიტიკური შოუების მოწყობა. ჩვენ არ გვქონდა ამის დრო. ჩვენ შეკრებილები ვიყავით საქმისთვის, კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის და მაშინვე გაწყდა ეს ურთიერთობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, თანამშრომლობისთვის მზად არიან მისი თანაგუნდელებიც.

„მზად ვარ თანამშრომლობისთვის ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც საკრებულოში არიან წარმოდგენილი, ასევე, მზად არიან ჩემი თანაგუნდელები, იმისთვის, რომ ბევრი საქმე გავაკეთოთ ერთად. ეს ხომ არ არის მარტო ჩემი გასაკეთებელი. მათაც აქვთ მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, ჩაერთონ. იქნება მაქსიმალური თანამშრომლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
Samsung Knox - უსაფრთხოების ფარი, შენი ციფრული ცხოვრებისთვის
2025 წლის ივნისში VitrA Georgia-ს შემქმნელებისგან თბილისში merlons-ის ავეჯის ახალი შოურუმი გაიხსნა
Rewind უკვე საქართველოში — ახალი ეტაპი გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების გზაზე
წინანდლის მამულში თანამედროვე ხელოვნების გამოფენა გაიხსნა
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?