ბათუმის 27 საჯარო სკოლა აჭარის უმაღლესი საბჭოს „მადლობის სიგელებით“ დააჯილდოვდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, საკანონმდებლო ორგანოში, ბათუმის საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ, ამავე კომიტეტის წევრებმა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა საგანმანათლებლო სფეროს უმნიშვნელოვანეს როლსა და დანიშნულებაზე, დღეს არსებულ ვითარებასა და იმ პრევენციულ ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც კოვიდპანდემიის დროს სასკოლო ცხოვრების ნაწილად იქცა.

„გამომსვლელებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადეს ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანეს საქმეში გაწეული ღვაწლისათვის და თითოეული სკოლა კოვიდპანდემიის პირობებში სასწავლო პროცესში არსებული გამოწვევების ეფექტურად დაძლევისათვის აჭარის უმაღლესი საბჭოს „მადლობის სიგელებით“ დააჯილდოვეს.

შეხვედრაზე, რომელსაც ქალაქ ბათუმის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, გოჩა დავითაძე ესწრებოდა, საკანონმდებლო ორგანოს მადლობის სიგელით 27 საჯარო სკოლა დაჯილდოვდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა