ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, „მწვანე პასპორტის“ 2 ვარიანტი იყოს დაშვებული, რომელთაგანაც ერთი ქვეყნის შიგნით იქნება მოქმედი, ხოლო მეორე საზღვარგარეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, „მწვანე პასპორტის“ 2 ვარიანტი იყოს დაშვებული, რომელთაგანაც ერთი ქვეყნის შიგნით იქნება მოქმედი, ხოლო მეორე საზღვარგარეთ.

როგორც გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის „მწვანე პასპორტი“, რომელიც საზღვარგარეთ მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი, კოვიდგადატანილი პირებისთვის ვირუსის გადატანიდან 6 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

„კოვიდგადატანილი პაციენტების საკითხი, ვინც ბაზაში არ არიან და პრობლემის მოგვარების გზები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილება. „მწვანე პასპორტის“ ძირითადი დანიშნულება არის, ის რომ ამით ადამიანებს ექმნებათ გარკვეული დისკომფორტი და მათთვის აცრის სტიმული და მოწოდებაა. ამ დროისთვის არსებული გადაწყვეტილებით, არის ორნაირი პასპორტი. ერთი შიდა მოხმარებისთვის, სადაც აღრიცხულია, რომ თუ ადამიანს გადატანილი აქვს, ჩაითვლება, რომ ამ პასპორტით შეიძლება მისი შესვლა სხვადასხვა დაწესებულებაში. რაც შეეხება საერთაშორისო მასშტაბით QR კოდს, რომელიც საზღვარზე მოწმდება, იცით, რომ ჩვენი კოდის ევროპულ QR-კოდთან ჰარმონიზირება მოხდა. ევროპაში ითვლება, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილით, ამიტომ აქაც მიმდინარეობს ამაზე მსჯელობა. შესაძლებელია დაშვებული იყოს ორნაირი „მწვანე პასპორტის“ ვარიანტი, რომელსაც ექნება შიდა მოხმარება და მხოლოდ გარე მგზავრობისთვის. იქ ევროპულ QR კოდთან ჰარმონიზირდეს ჩვენი QR კოდი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვაზე, მიზანშეწონილად მიაჩნია თუ არა კოვიდგადატანილი ადამიანისთვის უვადო პასპორტის ქონა, ასე უპასუხა - „მე რასაც საბჭოზე ვლაპარაკობ, ტელევიზორში იმას არ ვყვები“.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ