გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარიას პარტია ოპოზიციური დღის წესრიგიდან გაქრა

დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მისი კანდიდატები გავლენ საკრებულოების თავმჯდომარის პოზიციაზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას საკრებულოების თავმჯდომარის პოსტზე გიორგი გახარიას პარტიის მიერ მათი კანდიდატურების დაყენების შეთავაზებას.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარიას პარტიას დღის წესრიგში საკუთარი წინადადებების დაყენება სურს.

„გახარიას და მის პარტიას უნდა, რომ თავისი წინადადებები დღის წესრიგში დააყენოს, რადგან ბოლო პერიოდში ოპოზიციური დღის წესრიგიდან გაქრა. ახლა რაღაც წინადადება დააყენეს. მათი კანდიდატების თავმჯდომარეობაზე რა მოგახსენოთ, ეს არის ადგილობრივი საკრებულოების გადასაწყვეტი, მათ შორის ჩვენი უმრავლესობის. დარწმუნებული ვარ, კონსულტაციები იქნება იმ დონეზე, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მისი კანდიდატები გავლენ საკრებულოების თავმჯდომარეობის პოზიციაზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ მუნიციპალიტეტებში, სადაც ის გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებითაა წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე საკუთარ კანდიდატურებს დააყენებს. შესაბამისი განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკურმა მდივანმა, კახა ქემოკლიძემ გააკეთა. მისი თქმით, ასეთ კონფიგურაციაში „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები იქნებიან.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს