ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება

ქალაქ ახალციხეში მრავალფუნქციური სპორტ-კომპლექსი შენდება. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სპორტულ კომპლექსში განთავსდება დიდი და მცირე საცურაო აუზები, ტრენაჟორების, ძალოსნობის, კრივის და ჭიდაობის დარბაზები. თითოეულ დარბაზსა და აუზს ექნება საკუთარი გასახდელები და საშხაპეები. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია ღია კაფესა და მცირე მაღაზიის მშენებლობა. სპორტკომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა პარკინგი. სპორტული კომპლექსი სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

მშენებლობის დასრულების შემდეგ, ქალაქ ახალციხეს მოსახლეობას ექნება კეთილმოწყობილი გარემო სპორტული აქტივობისა და სპორტის მრავალ სახეობაში როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ტურნირების ჩასატარებლად. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსის არსებობა ქალაქის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

,,სამუშაოების ადგილზე გასაცნობად ახალციხეში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება 11 მილიონ ლარზე მეტია.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წელს ქვეყნის კიდევ 3 დიდ ქალაქში - ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში - დაიწყო თანამედროვე ოლიმპიური აუზისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა