აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე მზად არის გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის დას შეხვდეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მზად არის გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის დას შეხვდეს,- ამის შესახებ აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა დავით მაღრაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა.

მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ ფუტკარაძის დას ნაზი ფუტკარაძეს პირადად გაესაუბრება.

"პირველ რიგში ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მზად არის პირადად შეგხვდეთ და გაგესაუბროთ. გელოდებათ შენობაში",- აღნიშნა დავით მაღრაძემ.

თავის მხრივ, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის და ნაზი ფუტკარაძე აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს მარტო არ შეხვდება და იგი მედიისა და თანაგუნდელების შეხვედრაზე დასწრებას ითხოვს.

"თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ტელევიზიის დასწრებით ვითხოვ. ჩემს ძმაზე რა ზეწოლა იყო, იმის შემდეგ ამ ადამიანს მარტო შევხდე? არ ვაპირებ მარტო შეხვედრას თავმჯდომარესთან",- აცხადებს ნაზი ფუტკარაძე.

აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეები რჩებიან.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ. როგორც პარტიის წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, მათ შესაბამის მტკიცებულებად აუდიო ჩანაწერი აქვთ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო