გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს

ამ პოლიტიკოსებმა, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში ლიდერები არიან, აუხსნან თავიანთ ამომრჩევლებს, როგორ არის მისაღები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს,- ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, ვინც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციის მიზანი ისეთი საკითხების წამოწევაა, რაც პროცესების რადიკალიზაციაში ხელს შეუწყობთ.

"მგონი, ჩვენ საქმე გვაქვს არამხოლოდ უცოდინარობასთან, არამედ პოლიტიკურ თავხედობასთანაც კი, რადგან საქართველოს კონსტიტუციით უცხო ქვეყნის მოქალაქეს არამხოლოდ აკრძალული აქვს თანამდებობის დაკავება ქვეყანაში, არამედ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ აქვს, რომ სხვა კანდიდატს მისცეს ხმა. არც უთქვამს და არც მოუნანიებია, რომ თავისივე ნებით თქვა უარი თავის სამშობლოს მოქალაქეობაზე, ქართული მართლმსაჯულების და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებით იხდის სასჯელს და არც აქ გამოუთქვამს რაიმე სინანული, ამ ფონზე აანონსებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს, რომ უკანონოდ უნდა გაათავისუფლონ, რადგან კანონიერი მხოლოდ შეწყალებაა და ამაზე უარს ამბობს პრეზიდენტი და ამის შემდეგ ამბობს, რომ დაამთავრებს ხელისუფლებას 10 დღეში. ცდილობენ, რაიმე ისეთი ჩასვან დღის წესრიგში, რომელიც მცდელობას მაინც გამოიწვევს რადიკალიზაციისას. დღეს ყველა ხედავს, რომ პატიმარი სააკაშვილი ხელმძღვანელობს ამ პროცესებს, ამ პოლიტიკოსებმა, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან ლიდერები, აუხსნან თავიანთ ამომრჩევლებს, როგორ არის მისაღები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს. ახლა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება და იქ რამდენიმე ჯგუფია, ეს სახეზეა, თუმცა, რაც ნაკლები იქნება მიხეილ სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კომენტარები, მით უკეთესია საზოგადოებისთვის”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილზე - უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს

ამ პოლიტიკოსებმა, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში ლიდერები არიან, აუხსნან თავიანთ ამომრჩევლებს, როგორ არის მისაღები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს,- ასე ეხმიანება ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც აცხადებს, რომ საინიციატივო ჯგუფი უნდა შეიქმნას, ვინც მისი გათავისუფლების კამპანიაზე იმუშავებს.

მისი თქმით, ახლა ოპოზიციის მიზანი ისეთი საკითხების წამოწევაა, რაც პროცესების რადიკალიზაციაში ხელს შეუწყობთ.

"მგონი, ჩვენ საქმე გვაქვს არამხოლოდ უცოდინარობასთან, არამედ პოლიტიკურ თავხედობასთანაც კი, რადგან საქართველოს კონსტიტუციით უცხო ქვეყნის მოქალაქეს არამხოლოდ აკრძალული აქვს თანამდებობის დაკავება ქვეყანაში, არამედ არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ აქვს, რომ სხვა კანდიდატს მისცეს ხმა. არც უთქვამს და არც მოუნანიებია, რომ თავისივე ნებით თქვა უარი თავის სამშობლოს მოქალაქეობაზე, ქართული მართლმსაჯულების და საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებით იხდის სასჯელს და არც აქ გამოუთქვამს რაიმე სინანული, ამ ფონზე აანონსებს ანტიკონსტიტუციურ განცხადებებს, რომ უკანონოდ უნდა გაათავისუფლონ, რადგან კანონიერი მხოლოდ შეწყალებაა და ამაზე უარს ამბობს პრეზიდენტი და ამის შემდეგ ამბობს, რომ დაამთავრებს ხელისუფლებას 10 დღეში. ცდილობენ, რაიმე ისეთი ჩასვან დღის წესრიგში, რომელიც მცდელობას მაინც გამოიწვევს რადიკალიზაციისას. დღეს ყველა ხედავს, რომ პატიმარი სააკაშვილი ხელმძღვანელობს ამ პროცესებს, ამ პოლიტიკოსებმა, რომლებიც რადიკალურ ოპოზიციაში არიან ლიდერები, აუხსნან თავიანთ ამომრჩევლებს, როგორ არის მისაღები, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე სასჯელაღსრულების სისტემიდან უწევს ორგანიზებას პოლიტიკურ პროცესებს. ახლა ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის განხეთქილება და იქ რამდენიმე ჯგუფია, ეს სახეზეა, თუმცა, რაც ნაკლები იქნება მიხეილ სააკაშვილზე და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ კომენტარები, მით უკეთესია საზოგადოებისთვის”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია