საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება

24-26 ნოემბერს საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას, მრჩეველთა რიგით 57-ე საბჭოს სხდომას და ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება.

შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და მსოფლიო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ინიციატივით იმართება, ზეთისხილის სექტორის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელებენ, იმავდროულად, ზეთისხილის ბიზნესის მთავარი მოთამაშეები და ქვეყნები ერთობლივ სამოქმედო გეგმებსაც შეათანხმებენ.

საქართველოს 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი მწარმოებელი და 18 ქვეყნის მთავრობის წარმომადგენელი ესწრება. ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, რომელსაც საფუძველი 10 წლის წინ, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ ჩაუყარა.

როგორც შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, ზეთისხილს საქართველოში წარმოებისა და შემდგომი ექსპორტის კუთხით დიდი პოტენციალი გააჩნია. შესაბამისად საქართველოსთვის მსგავსი შეხვედრის მასპინძლის სტატუსი ორმაგად მნიშვნელოვანი ხდება.

სესიაზე მხარეები ფინანსურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ და გარემო-პირობებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ, რათა მიღებული იყოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს ორგანიზაციას მთავარი მიზნების მიღწევაში – პოპულარიზაცია, კომერციული საქმიანობა და ზეთისხილის პროდუქტების მოხმარება.

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე აცხადებს, რომ საქართველო მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად. ამასთან, გიორგი სვანაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებიან კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რომლებსაც აინტერესებთ საქართველო, როგორც საინვესტიციო ქვეყანა, შესაბამისად, დაინტერესებულები არიან, რომ ზეთისხილის დარგშიც განახორციელონ ინვესტიციები.

“მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია – ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ტრეიდინგის 74%-ს. ამიტომ ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ზეთისხილის წარმოება ახალი დაწყებული აქვს და ნამდვილად გვესაჭიროება ბაზრები, სათანადო ცოდნა, ტრეიდინგი და დარგის სწორად განვითარება. ამაში კი ხელს სწორედ ეს ორგანიზაცია შეგვიწყობს, რომელიც იმავდროულად მზადაა ჩამოვიდეს საქართველოში და ამ დარგში უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელოს. სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით და თანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთისხილის ბაღები და იწარმოება ადგილობრივი ზეთისხილის ზეთი.

ქართველ მეწარმეებს, ფერმერებს და მათ ვინც ირწმუნა და ზეთისხილის დარგვა მასიურად დაიწყეს, მათთვის სახელმწიფო პროექტების ფარგლებში “დანერგე მომავალი”, “აწარმოე საქართველოში” გაცემული დაფინანსება ხელს უწყობს ამ დარგის განვითარებას”, – განმარტავს გიორგი სვანიძე.

როგორც ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, აბდელატიფ გედირა აღნიშნავს, ის მოხარულია იმ ფაქტით, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესიას მასპინძლობს.

„ მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვიმყოფები და ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია ტარდება. სესიაზე ჩართულია სხვადასხვა ქვეყნიდან ზეთისხილის სექტორის 100-ზე მეტი წარმომადგენელი. საქართველო ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კავკასიის რეგიონში. მე, გუშინ, პირადად ვესტუმრე კახეთის რეგიონს და გავეცანი ზეთისხილის პროექტს. კავკასიის რეგიონი, ერთ-ერთია, რომელიც აქტიურად იზრდება“,- აღნიშნავს აბდელატიფ გედირა.

როგორც შეხვედრის მონაწილეები განმარტავენ, საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 2019 წლიდან შეუერთდა, ხოლო 2020 წლიდან წლის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაც გახდა. მათივე ცნობით, სწორი მუშაობისა და მენეჯმენტის გათვალისწინებით, გიორგი სვანიძე უკვე მეორედ იქნა არჩეული ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად, რაც მათი თქმით, უპრეცენდენტო შემთხვევაა.

შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს მიზანია, წვლილი შეიტანოს ზეთისხილის ზრდა-განვითარებაში, მათი ორგანიზებით იმართება ფორუმები საერთაშორისო დისკუსიისთვის, რათა გადაიჭრას ნებისმიერი საკითხი, რომელიც ზეთისხილის სექტორს უკავშირდება. ორგანიზაცია იმართება წევრების საბჭოსა და კომიტეტების მიერ (სულ 4 კომიტეტი, რომლებსაც წევრები წარმოადგენენ : ეკონომიკური საბჭო, ტექნოლოგიის და გარემოს კომიტეტი, ქიმიისა და სტანდარტიზაციის კომიტეტი და ადმინისტრაციული და ფინანსური კომიტეტი).

(R)

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
ახალი ზოოპარკი და ახალი ბინადრები, რომელთა ნახვაც დამთვალიერებლებს შეეძლებათ - რა ეტაპზეა თბილისის ზღვაზე ახალი ტერიტორიის მოწყობა?
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით