ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჩეხეთის ელჩს უმასპინძლა

ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრ მიკისკა მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ელჩმა ბექა ვაჭარაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ფოთის მერმა ელჩს ქალაქის ისტორიაზე და ტურისტულ პოტენციალზე ესაუბრა.

შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს ჩეხეთის მხარდაჭერით საქართველოში წარმოებული პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც ქვეყნის განვითარებასა და რეფორმების წარმატებულ განხორციელებას უწყობს ხელს.

,,შეხვედრის დასრულების შემდეგ ქალაქის მერმა და ჩეხეთის ელჩმა ნიკო ნიკოლაძის კოშკში გამოფენა "ჩვენი სამშობლო - ცვლილებების გზები" დაათვალიერეს.

ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვთმმართველობათა ეროვნული ასოციაცია NALAG), ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსთან თანამშრომლობით ახორციელებს, 10 სტენდს მოიცავს, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქების განვითარების საუკეთესო პრაქტიკებია ასახული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა