მამუკა წოწერიამ EU4Culture საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია დღეს, EU4Culture საერთაშორისო კონფერენციაში (Zoom) პალატფორმის მეშვეობით დისტანციურად ჩაერთო და მუნიციპალიტეტის კულტურულ ასპექტებზე და შემეცნებით პოტენციალზე ისაუბრა.

„გვაქვს პატივი მონაწილეობა მივიღოთ დღევანდელ კონფერენციაში და ვისაუბროთ ქალაქ ზუგდიდის ძირითად კულტურულ ასპექტებზე. ზუგდიდი საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა, როგორც მოხერხებული კულტურულ-ეკონომიკური სავაჭრო ცენტრი, რაც ქმნიდა შესაძლებლობებს მჭიდრო კომუნიკაცია დამყარებულიყო გარესამყაროსთან, მის მოწინავე ცივილიზაციებთან. შესაბამისად ამ ურთიერთობების უტყუარი მდიდარი მატერიალური ნიმუშები დადასტურებულია არქეოლოგიური, ფოლკლორული თუ ზოგადად ეთნოგრაფიული მასალების სახით. ზუგდიდი გამოირჩევა მრავალფეროვანი მატერიალური და არამატერიალური კულტურის მემკვიდრეობის ნიმუშებით", - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწერიამ.

მერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, გოეთეს ინტიტუტს და მის კონსორციუმს, რათა სხვა აპლიკანტებთან ერთად ამ ეტაპზე შერჩეულ იქნა ქალაქი ზუგდიდი.

„ეს არის უნიკალური შესაძლებლობა პირველად ჩვენს ისტორიაში შევიმუშაოთ კულტურის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და ამასთან ახლებურად გავიაზროთ ის როლი, რომელიც კულტურას გააჩნია ჩვენი ქალაქის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ჭრილში", - აღნიშნა მან.

ამასთანავე, მერმა ხაზი გაუსვა სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავების პროცესს. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა პროექტში მონაწილე სხვა აპლიკანტ ქალაქებთან, მიუხედავად იმისა, ამ ეტაპზე მიაღწიეს თუ არა მათ წარმატებას.

„ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ დავუმეგობრდეთ ამ ქალაქებს. აქტიურ რეჟიმში მოხდეს ურთიერთგამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობა და გარკვეული სახით საერთო პლატფორმაზე შეთანხმება, როგორიცაა გაცვლითი პროგრამები, სასწავლო სემინარები და სხვა", - განაცხადა მერმა.

EU4Culture ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის მხარდაჭერას. პროექტს ახორციელებენ გოეთეს ინსტიტუტი (წამყვანი პარტნიორი), დანიის კულტურის ინსტიტუტი, ჩეხეთის ცენტრები და საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს