მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს „მწვანე ჰოსპიტლის" სტატუსი მიენიჭა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს დღეს „მწვანე ჰოსპიტლის" სტატუსი მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკაში დასაქმებული პერსონალის 80%-ზე მეტი კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო აცრით უკვე სრულად არის ვაქცინირებული. ამის შესახებ ინფორმაციას "ევექსი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, "ევექსი ჰოსპიტლების" ერთგვარი სამედიცინო გამოწვევა ქსელში შემავალ ყველა სამედიცინო დაწესებულებას აერთიანებს საერთო მიზნის გარშემო, შეიქმნას მაქსიმალურად უსაფრთხო გარემო პაციენტებისთვის. ამასთან, „მწვანე ჰოსპიტლის" სტატუსი კი ენიჭება ქსელის ყველა იმ სამედიცინო ცენტრს, რომლის თანამშრომელთა მინიმუმ 80%-ია ვაქცინირებული.

„აღსანიშნავია, რომ 45-წლიანი ისტორიის მქონე მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო საქართველოში ერთადერთი მესამე დონის რეფერალური ცენტრია და კლინიკურად ყველაზე მძიმე პედიატრიულ სეგმენტს მართავს. ჰოსპიტალში უკვე მეოთხე წელია, ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც დღეიდან, პატარა პაციენტები ამბულატორიულ-დიაგნოსტიკურ სერვისებს განახლებულ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში მიიღებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო