ნინო ლაცაბიძე - 31 მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტი, რუსთავში ახალ შესაძლებლობებს შექმნის

რუსთავის 2022 წლის საწყისი ბიუჯეტი 81 მილიონი ლარით განისაზღვრა. რუსთავის საკრებულომ, ქალაქის მთავარი ფინანსური­ დოკუმენტი დღევანდელ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

2022 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტებზე, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

,,საკრებულომ ჩვენი ქალაქის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 31 მილიონი ლარითაა გაზრდილი და 81 მილიონს შეადგენს. წლის განმავლობაში ბიუჯეტი დარწმუნებული ვარ კიდევ გაიზრდება. გაზრდილი ბიუჯეტი, რუსთავში ახალ შესაძლებლობებს შექმნის. ჩვენ ძალიან სწაფად დავიწყებთ მოსახლეობასთან ერთად დაგეგმილი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაზრდილია ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება.

„ინფრასტრუქტურის მიმართულებით განსაკუთრებული მატებაა, 2022 წლის საწყის ბიუჯეტში 2021 წელთან შედარებით, 10 მილიონი ლარით მეტია გათვალისწინებული. ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე პრიორიტეტი იქნება ავარიული სახლების გამაგრება-რეაბილიტაცია, ლიფტების რეაბილიტაცია და მოვლა-პატრონობა, სადარბაზოების და ზოგადად კორპუსების კეთილმოწყობა. გაგრძელდება გზების სკვერების და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობა. მედიკამენტების დაფინანსების პროგრამა გაორმაგებულია. გაზრდილია ოპერაციებისა და აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის დაფინანსება (საწყისი იყო 200 000 ლარი და ახლა ვიწყებთ 400 000 ლარით). მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაემატა რამდენიმე ახალი პროგრამა. რუსთაველი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას მოხმარდება 2 მილიონ ლარზე მეტი. გავზარდეთ სტუდენტთა დაფინანსების პროგრამა, 200 000 ლარი იყო და 500 000 ლარი გახდა, ასევე დავაფინანსებთ მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებსაც. ოქროსმედალოსანი მოსწავლეები მერიისგან 500 ლარიან ჯილდოს მიიღებენ, ეს ჩვენი ახალი ინიციატივაა“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც რუსთავის მერმა აღნიშნა, პანდემიის პირობებში ადაპტირებული კულტურული ღონისძიებები დაიგეგმება, რაც ქალაქის კულტურულ ცხოვრებას გამოაცოცხლებს. მისივე განცხადებით, 81 მილიონი ლარი არის საწყისი ბიუჯეტი, თუმცა დარწმუნებულია, რომ წლის განმავლობაში ეს თანხა კიდევ გაიზრდება.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კიდევ უფრო დაიხვეწება და მოქალაქეზე უფრო მეტად მორგებული გახდება მერიის ყველა პროგრამა. დარწმუნებული ვარ, 2022 წელს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და დონორ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობებით, შევძლებთ კიდევ უფრო გავზარდოთ 81 მილიონიანი საწყისი ბიუჯეტი და შევქმნათ დამატებით ახალი შესაძლებლობები თითოეული რუსთაველისთვის“, - აღნიშნა ნინო ლაცაბიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა