ტიტე აროშიძე - დარწმუნებული ვარ, ბათუმის საკრებულო ხვალ ბიუჯეტს მიიღებს - მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ შენობის დაცვა და საკრებულოს სხდომის ჩატარება

თანავუგრძნობ გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის ოჯახს და მინდა ვთქვა, რომ აღნიშნული ფაქტით აპელირება ყველა მორალურ

ზღვარს სცილდება. ტრაგედია, რომელიც დატრიალდა, „ქართული ოცნებისთვის“ არის ადამიანური ტრაგედია, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ეს არის პოლიტიკა და პოლიტიკით თამაში, - ამის შესახებ აჭარის უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნების“ წევრმა, ტიტე აროშიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გამოძიება აუცილებლად დაადგენს სიმართლეს.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, თუ რა მდგომარეობაშია დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ და როგორ ხავსს ეჭიდება, რომ შეინარჩუნოს და დაიწეროს ის პოლიტიკური ქულები, რომელსაც ასეთი საქციელით ახდენენ.

ჩვენს ინტერესში შედის გამოძიების სრულყოფილად ჩატარება, რომელიც გასცემს აბსოლუტურად ყველა კითხვას პასუხს. გამოძიება აუცილებლად დაადგენს ფაქტის ავთენტურობას, იყო თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, თუმცა მის გარეშეც შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ზეწოლა ნუგზარ ფუტკარაძისადმი ამ ჩანაწერში არ ფიქსირდება. ამასთან, ის პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ, არ ასოცირდებიან „ქართულ ოცნებასთან“. ბათუმის არცერთი შტაბის წევრს შეხება არ ჰქონია აღნიშნულ პირებთან, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველას გასცემს პასუხს იმ კითხვებზე, რომლებიც აწუხებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს“, - განაცხადა აროშიძემ.

მან ასევე ისაუბრა დღეს ბათუმის საკრებულოში მომხდარი დაპირისპირების შესახებ.

“გამოვეხმაურები ფაქტს, რომელიც დღეს დაფიქსირდა ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე. ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აჩვენა თავისი სახე. არავინ მისცემს იმის საშუალებას, რომ უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი, რომელიც 2022 წლისთვის განკუთვნილია ქალაქის ყველა პრობლემის გადაჭრაზე, ყველა გამოწვევაზე და მისი მოცულობა შეადგენს 254 მილიონ ლარს. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ ჩაშალოს საკრებულოს ხვალინდელი სხდომა. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველა პროცედურა გავლილია და „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელი ღებულობდა ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობას, მათ აქვთ პოლიტიკური, მორალური და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლება, რომ აღნიშნული ბიუჯეტი მიიღონ. მინდა ვკითხო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ საჯარო განხილვებს, ერთი შენიშვნა ან კორექტირება თუ შეიტანეს ბიუჯეტში? „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთი წევრი არ ესწრებოდა ამ განხილვებს. მათ მორალური უფლებაც კი არ აქვთ, რომ ხვალინდელ სხდომაზე თუნდაც სიტყვა ამოიღონ. ამიტომ, მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, რათა ხვალ მაქსიმალურად უზრუნველყონ შენობის დაცვა და უზრუნველყონ საკრებულოს სხდომის ჩატარება.

დარწმუნებული ვარ, რომ საკრებულო ხვალ ბიუჯეტს მიიღებს და არავის მივცემთ საშუალებას, რომ გააჩეროს ქალაქი თუნდაც რამდენიმე თვით, რისი მცდელობაც მათ გააჩნიათ. ისინი მოწადინებული არიან მხოლოდ ხელისუფლების ჩაგდებით და ამას ყველანაირი მიზეზით ცდილობენ, თუმცა მათი ამომრჩეველიც კი გასცემთ საკადრის პასუხს“, - აღნიშნა აროშიძემ.

როგორც მან განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტის მიღება კანონით გათვალისწინებული გზით ხდება.

„ბიუჯეტის მიღება არ ხდება დაჩქარებული წესით, ეს ხდება სრულყოფილი პროცედურების დაცვით. ამ პროცესმა გაიარა საჯარო განხილვები 14 ადმინისტრაციულ ერთეულში და ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვა, რომ მზად ვართ მივიღოთ უპრეცედენტოდ გაზრდილი ბიუჯეტი.

„ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც აცხადებს, რომ არ დაუჭერს მხარს ბიუჯეტს, ეს ავტომატურად ნიშნავს ქალაქის ეკონომიკის, სხვადასხვა სოციალური და მნიშვნელოვანი პროექტების გაჩერებას, რომელიც დაწყებულია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე იქნეს მიღებული ქალაქ ბათუმის ბიუჯეტი, რომელიც 2022 წელს მისცემს ქალაქს იმის საშუალებას, რომ მოგვარდეს უამრავი პრობლემა. დღეს თქვენ კარგად დაინახეთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობა არ შეიძლება, რადგან ეს არის ძალა, რომელიც ცდილობს ყველაფერს, რათა ხელისუფლებაში მოვიდეს, ქალაქში იყოს არეულობა და ქვეყანაში მხოლოდ დესტაბილიზაცია იყოს“, - განაცხადა ტიტე აროშიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო