წალენჯიხის ახლად არჩეული მერი გია ხარჩილავა საზოგადოებას თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიან ხედვას წარუდგენს

წალენჯიხის ახლად არჩეული მერი გია ხარჩილავა, დღეს, საზოგადოებას საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების გრძელვადიან ხედვას წარუდგენს. ღონისძიება წალენჯიხაში 13:00 საათზეა დაგეგმილი.

როგორც ადგილობრივ მერიაში აცხადებენ, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნება დეცენტრალიზაციის სრულიად ახლებურად გააზრებულ მოდელიც.

პრეზენტაციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრებიან, მათ შორის იქნება „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხა ერთადერთი მუნიციპალიტეტია, სადაც 2021 წლის მერის არჩევნებში ოპოზიციონერმა კანდიდატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია ხარჩილავამ გაიმარჯვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა