ბათუმის საკრებულოში ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ელგუჯა ბაგრატიონი და დამოუკიდებელი დეპუტატი რაულ თავართქილაძე ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

ბათუმის საკრებულოში, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ელგუჯა ბაგრატიონსა და საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ რაულ თავართქილაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მოითხოვენ, რაულ თავართქილაძემ საკრებულოს შენობა დაუყოვნებლივ დატოვოს, რადგან ის კოვიდინფიცირებულია.

ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ანთაძის თქმით, რაულ თავართქილაძე გუშინ ბიუროს სხდომაზეც გამოცხადდა, ამიტომ ბიუროს სხდომაზე მყოფი ყველა დეპუტატი თვითიზოლაციაში უნდა გადავიდეს.

ლევან ანთაძის თქმით, რაულ თავართქილაძე საკრებულოს სხდომაზე იმიტომ გამოჩნდა, რომ წინა მოწვევის საკრებულოსთან ერთად ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღოს მონაწილეობა.

თავის მხრივ, რაულ თავართქილაძე აცხადებს, რომ ინფიცირებული არ არის და მას ამის დასადასტურებლად სწრაფი ანტიგენ ტესტი აქვს გაკეთებული. თავართქილაძის თქმით, მისი მეუღლე არის ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი და ამის გამო თვითიზოლაციაში იმყოფება.

რაულ თავართქილაძე ამბობს, რომ საზოგადოებისთვის საშიში არ არის.

პოლიცია ამ დროისთვის რაულ თავართქილაძეს ესაუბრება, რათა დაადგინოს მისი კოვიდტესტის სიზუსტე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა