მამუკა გამყრელიძე - ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ქვეყანა პოლიტიკურ ქაოსში ვამყოფოთ

საქართველოს დღეს არაერთი საგარეო და საშინაო გამოწვევა აქვს. ამ მდგომარეობაში ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება ქვეყანა ვამყოფოთ პოლიტიკურ ქაოსში, რასაც იწვევს ოპოზიციის და ხელისუფლების რადიკალური დაპირისპირება. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელია, როგორც ხელისუფლება, ასევე გარკვეულწილად ოპოზიცია, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია უნდა დაუბრუნდეს ძირითად მიზანს, რაც არის ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება კოალიციური მთავრობით.

„მისასალმებელია, რომ დასრულდა ის კრიზისული სიტუაცია, რაც გამოწვეული იყო მიხეილ სააკაშვილის ხანგრძლივი შიმშილობითა და ასევე, დეპუტატების მხარდამჭერი შიმშილობის აქციით. მნიშვნელოვანია, რომ არც მიხეილ სააკაშვილის და არც დეპუტატების ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის პატიმრობას და მისთვის სამართლიანი სასამართლოთი უზრუნველყოფას, ეს პროცესი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა მხარდამჭერებმა უნდა წარმართონ, ცხადია სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით, მაგრამ ოპოზიციის ძირითად მიზნად უნდა დარჩეს ვადამდელი არჩევნები და კოალიციური მთავრობით ხელისუფლების ცვლილება, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლების შეცვლა უნდა მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ არჩევნების გზით, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე და სტაბილურობა.

იმ დროს როდესაც რეგიონში მნიშვნელოვანი და რთული პროცესები მიმდინარეობს, ქვეყანა არ უნდა დავტოვოთ პოლიტიკურ ქაოსში. ჩვენ უნდა ვეძებოთ გამოსავალი, და ეს გამოსავალი არის კოალიციური მთავრობა, რომელიც შედგება ახალი არჩევნების შედეგების მიხედვით“, - აცხადებს მამუკა გამყრელიძე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-სა და რუსეთის პოზიციების შეჯერება საერთაშორისო არენაზე არსებული დღის წესრიგის საკითხებზე, არარეალისტურად მიმაჩნია
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
ბრიტანულ-ქართული აკადემიის დამფუძნებელი პარტნიორი გენერალურ პროკურორს ღია წერილით მიმართავს
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა