გიორგი კირთაძე - 4 წლით არჩეული საკრებულო მეხუთე წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს, „ოცნება“ ცდილობს თავი გადაირჩინოს და ძალაუფლება შეინარჩუნოს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი კირთაძის განცხადებით, ოპოზიციას სხვა გზა არ დარჩა გარდა იმისა, რომ მივიდეს ბათუმის საკრებულოში და 2022 წლის ბათუმის საკრებულოს ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესს ფიზიკურად და ხმაურით შეუშალოს ხელი.

„ოთხი წლით არჩეული საკრებულო ანუ ვადაგასული საკრებულო მეხუთე წლის ბიუჯეტის დამტკიცებას გეგმავს. ეს არის ვადაგასული საკრებულო. ის ოთხი წლით იყო არჩეული. გეგმავენ, რომ მეხუთე წლის ბიუჯეტი დაამტკიცონ, რადგან ახალი მოწვევის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა აღარ აქვს. უმრავლესობის მოპოვებისთვის ყველაფერი გააკეთეს, საკრებულოს წევრიც კი გარდაიცვალა ისეთი მასშტაბის მოსყიდვასა და ზეწოლას ჰქონდა მცდელობა. საკრებულოს შეკრებას ამდენი ხანი არასდროს დასჭირვებია, 2 ოქტომბერს არჩეული საკრებულო ჯერ კიდევ არ არის შეკრებილი. ბათუმში, საკრებულოს ბიუჯეტი ოქტომბრის თვეში არასდროს დაუმტკიცებიათ. „ქართული ოცნება“ მოსწრებაზეა გადასული და ყველაფრის დარღვევით ცდილობს თავი გადაირჩინოს და შეინარჩუნოს ძალაუფლება“, -განაცხადა გიორგი კირთაძემ

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება გუშინაც მოხდა. ოპოზიციის წევრები ბიუროს სხდომაზე მივიდნენ და საკრებულოს უმრავლესობას განუცხადეს, რომ სხდომა არალეგიტიმური იყო.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოების ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რის გამოც საქმიანობას საკრებულოების აქამდე არსებული შემადგენლობა განაგრძობს. ახლად არჩეული საკრებულოების უფლებამოსილების ცნობისთვის პირველი სხდომის თარიღი ცესკომ უნდა დანიშნოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო