ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები „ქართული ოცნების“ წევრებს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები „ქართული ოცნების“ წევრებს სხდომათა დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევენ, რის გამოც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირებაა. სიტუაცის განსამუხტად ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი კირთაძე აცხადებს, წინა მოწვევის საკრებულო 4 წლით არის არჩეული და არ აქვთ უფლება მეხუთე წლის ბიუჯეტის დამტკიცებაში მიიღონ მონაწილეობა. მისივე თქმით, პროტესტის ამ ფორმით არ მისცემენ წინა მოწვევის საკრებულოს წევრებს უფლებას შევიდნენ სხდომათა დარბაზში და კანონპროექტს ხმა მისცენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან.

ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა ბათუმის საკრებულოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „წინა მოწვევის საკრებულოს“, სადაც მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს, კანონდარღვევით მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა