პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრის დიმიტრი ჭეიშვილის განცხადებით, მათი პარტია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის საკრებულოს წევრის დიმიტრი ჭეიშვილის განცხადებით, მათი პარტია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს.

როგორც დიმიტრი ჭეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ძველმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი არ უნდა მიიღოს“, რადგან ქართველი ხალხის არჩევანია, რომ ბიუჯეტი ახალი მოწვევის საკრებულომ დაამტკიცოს.

„ისინი ცდილობენ ძველი მოწვევის, მოქმედ საკრებულოებს ჩაატარებინონ ბიუჯეტის განხილვა და კენჭისყრა. ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ სხდომაზეც და რა თქმა უნდა, ამ ბიუჯეტს არ დავუჭერთ მხარს. ჩვენი პოზიციაა, რომ ძველმა საკრებულომ არ უნდა მიიღოს 2022 წლის ბიუჯეტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ უნდა მიიღოს ახალმა საკრებულოებმა. ამ ბიუჯეტის არჩევის საშუალებას იპარავს „ქართული ოცნება“, რისი უფლებაც არ უნდა მიეცეს“, - აღნიშნა დიმიტრი ჭეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან.

ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა ბათუმის საკრებულოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „წინა მოწვევის საკრებულოს“, სადაც მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს, კანონდარღვევით მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი, რომელიც უმრავლესობის ინტერესებზეა მორგებული.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს