ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის წინ ოპოზიცია 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას აპროტესტებს

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ ოპოზიცია აქციას მართავს. ისინი ზუგდიდის საკრებულოს მიერ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულ პროცესს ხელს შეუშლიან. მათი განცხადებით, საკრებულო 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს „ვადაგასული უმრავლესობის წევრებით“, რაც დაუშვებელია.

საკრებულოში 2022 წლის საბიუჯეტო პროექტის კენჭისყრის შესახებ სხდომა 11 საათზე უნდა დაიწყოს. ახალი მოწვევის ოპოზიცია ცდილობს დაესწროს სხდომას, თუმცა ამის საშუალება მათ არ ეძლევათ, რადგან ისინი შენობაში პოლიციამ არ შეუშვა.

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები წარწერით, „ვადაგასულია“, „ბიუჯეტი დაუგეგმე ნახვაწას“. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა