ფოთის მერიის ინფორმაციით, ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ორჯერ გაიზარდა

ქალაქ ფოთში კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ვაქცინაციის ცენტრებში, მოქალაქეთა მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქალაქის პოლიკლინიკებსა და სტაციონარებში, იქ სადაც ვაქცინაციის პუნქტებია გახსნილი, მოქალაქეების სიმრავლე შეინიშნება, მათ შორის არიან საპენსიო ასაკის მოქალაქეები.

მათი ინფორმაციით, ვაქცინაციას პროცესის წახალისებასთან დაკავშირებით, მთავრობის ინიციატივების ამოქმედების შემდეგ, ქალაქში იმუნიზაციის ტემპი ორჯერ გაიზარდა.

„ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობას ქალაქ ფოთის მერის მოადგილე, მამუკა პაპასკირი გაეცნო. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის მიერ პენსიონერებისთვის დაანონსებული წამახალისებელი ფულადი ჯილდო უამრავი ადამიანისთვის მოტივაცია აღმოჩნდა, რომლებმაც აცრის პუნქტებს მიაკითხეს.

ფოთში, იმუნიზაციის ხუთივე ცენტრში აცრა ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინითაა შესაძლებელია. გარდა ამისა, კეთდება ე.წ. "ბუსტერ" დოზები და სეზონური გრიპის საწინააღმდეგო აცრები. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 200 ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამატს მიიღებს 60 წელს გადაცილებული ყველა ის მოქალაქე, რომელიც 2021 წლის 8 ნოემბრიდან, 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ახალი კორონავირუსული დაავადების - COVID 19 - ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. დანამატი გაიცემა, პირველი აცრის გაკეთების შემდეგ. თანხა პენსიონერს, „ლიბერთი ბანკში“ საკუთარ ანგარიშზე ერიცხება“, - აღნიშნულია ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა