მიხეილ სარჯველაძე - დაასახელონ ერთი ნორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა საკრებულოების მიერ უკანონოა

დაასახელონ ერთი ნორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მუნიციპალიტეტების საკრებულოების მიერ უკანონოა,- ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ბათუმის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს.

მისი თქმით, რაც უფრო ადრე დაამტკიცდება ბიუჯეტი მუნიციპალიტეტებში მით უკეთესია, ახალი მოწვევის საკრებულოს კი ცალკეული მუხლების შეცვლის შესაძლებლობა ექნება, თუკი ამას საჭიროდ ჩათვლის.

"არალეგიტიმურობაზე როცა ლაპარაკობენ, როგორც ჩანს, ძალიან უცნაური შეხედულება აქვთ ლეგიტიმურობაზე. ლეგიტიმურობა ნიშნავს სამართლებრივად დასაშვებია ქმედება თუ არა. დაასახელონ ერთი ნორმა, რომლის საფუძველზეც შეიძლება ვისაუბროთ, რომ ბიუჯეტის განხილვა მუნიციპალიტეტების მხრიდან უკანონოა. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია მიზანშეწონილობის თვალსაზრისით არის თუ არა ეს გამართლებული. აბსოლუტურად ვერაფერს ვხედავ არასწორს, რომ ჯერ კიდევ ვალიდური საკრებულოების მიერ მიიღებოდეს მომდევნო წლის ბიუჯეტი. ძალიან კარგი იქნება რაც უფრო ადრიანად იქნება მიღებული ბიუჯეტი, ეს მეტ განსაზღვრულობას შეიტანს იმ უწყებებისთვის და პირებისთვის, რომლებიც არიან ამ ბიუჯეტით გათვალისწინებულ ცალკეული ხარჯების ადრესატები. მომდევნო მოწვევა როცა შეიკრიბება, მათაც აქვთ უფლება მიიღონ ცალკეული გადაწყვეტილებები ცვლილების თაობაზე, თუკი რომელიმე მუხლზე ჩათვლიან, რომ არასწორია,"- განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოების ახალი შემადგენლობის უფლებამოსილება ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რის გამოც საქმიანობას საკრებულოების აქამდე არსებული შემადგენლობა განაგრძობს. ახლად არჩეული საკრებულოების უფლებამოსილების ცნობისთვის პირველი სხდომის თარიღი ცესკომ უნდა დანიშნოს.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს