ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს

ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

სამართალდამცავებმა ოპოზიციონერ დეპუტატებს ელგუჯა ბაგრატიონსა და ლევან ნათაძეს საკრებულოს შენობა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ამასთან, დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გააძევეს არჩეული დეპუტატი რეზო ხარაზი.

„გვაგდებენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს საბჭოდან. რამდენიმე პოლიციელი გამორჩეულად აქტიურობს, ხელმძღვანელების უკან არიან დამალულები. ჩვენს სამუშაო ოთახში არ გვიშვებენ, ბიუჯეტის განხილვაზე, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებენ. ყველანაირ კომფორტს უქმნიან ამ ვადაგასულ საკრებულოს, რომელსაც ლეგიტიმაცია არ აქვს, რომ ბიუჯეტი დაამტკიცოს“, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ლევან ნათაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „წინა მოწვევის საკრებულოს“, სადაც მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს, კანონდარღვევით მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს