ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა ხმაურით მიმდინარეობს

ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრის პროცესი ხმაურით დაიწყო. სხდომის დაწყების დროს დარბაზში ოპოზიციის წევრები, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე შევიდა და პროტესტის ნიშნად სხდომის ჩაშლა ხმაურით სცადა. ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ბიუჯეტის პროექტს წინა მოწვევის საკრებულოს წევრებით უყრის კენჭს, რაც კანონდარღვევაა. მათივე განმარტებით, ეცდებიან, რომ ამ უკანონო პროცესს ხელი შეუშალონ. ოპოზიციის წევრები დარბაზიდან პოლიციის მეშვეობით გაიყვანეს. 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების პროცედურა გრძელდება.

„პოლიციის უფროსი პირადად ხელმძღვანელობს ოპერაციას. ეს არის საკრებულო,რომელმაც თავისი უფლებამოსილება უკვე ამოწურა და შესაბამისად, არ შეიძლება 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცონ ადამიანებმა, რომლებიც არ არიან უფლებამოსილები“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანი წითლიძე.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა