ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც სხდომა შეწყდა და დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა.

ქამადაძის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება უწევთ.

„ეს საკრებულოს სხდომა დღეს უნდა ჩაიშალოს. ბიუჯეტი არ უნდა მიიღონ ვადაგასულმა ადამიანებმა. არ მინდოდა ძიძგილაობა და ჩხუბი. მივიღე ასეთი უწყინარი გადაწყვეტილება. ბოლო წუთამდე, სანამ გაძლება შესაძლებელი იქნებოდა, ვაპირებდი იქ ყოფნას, რომ ვინმემ არ იფიქროს, რომ ეს ნივთიერება არის საფრთხის შემცვლელი. ამ ნივთიერებას აქვს სუნი, რომელიც არის რთულად გასაძლები“, - აღნიშნა მირდატ ქამადაძემ.

თავის მხრივ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ეს არის ანტისახელმწფოებრივი ქმედება და ოპოზიცია ყველანაირ პროვოკაციას აწყობს ქულების დასაწერად.

შენობის ირგვლივ მობილიზებული არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სხდომას შეძახილებით: „მონებო“ და „ვერ ჩაატარებთ“ აპროტესტებენ. საკრებულოს შენობაში რამდენიმე ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა