ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა განახლდა - ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობენ

ბათუმის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა განახლდა. სხდომათა დარბაზთან რჩებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ. როგორც შენობაში ასევე შენობის გარეთ სამართალდამცავებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ხდება.

სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

„არჩილ ჩიქოვანო, შენ ხარ მონა, სისხლიანი, სად წაიღე მიშასთან გადაღებული ფოტო?! შენ არ ხარ არჩეული მერი, მხოლოდ მოსყიდვისა და შანტაჟის ფონზე მოგიყვანა „ქართულმა ოცნებამ“, მალე დავასრულებთ ამ რეჟიმს“, - განუცხადეს საკრებულოს შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მირდატ ქამდაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში სპეციალური ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა.

ქადამაძის განმარტებით, აღნიშნული ხსნარი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა მისი სუნის გამო, დეპუტატებს დარბაზის დატოვება მოუწიათ.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს