სოფელ ძველ ქვეშში ბეტონის გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება.სოფელ ძველ ქვეშში, 550 გრძივ მეტრზე, ბეტონის გზა ეწყობა. ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 408 000 ლარს შეადგენს.

ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროს კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

მათივე ცნობით, 2021 წელს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის 6 226 389 ლარია გამოყოფილი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის დავით შერაზადიშვილის განცხადებით, სოფელ ძველ ქვეშში, ბეტონის გზის მოწყობისთვის 408 000 ლარია გამოყოფილი.

“სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, სოფელ ძველ ქვეშში, ამ ეტაპზე, ბეტონის გზის მოწყობა მიმდინარეობს და სულ მალე მოსახლეობა კომფორტული გზით სარგებლობას შეძლებს. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა კი, დამეთანხმებით, განვითარებული სოფლის საწინდარია. ამიტომ, ამ მიმართულებით, ჩვენ ყოველწლიურად, მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს ვხარჯავთ. სოფელში ბეტონის გზის მოწყობისთვის 408 000 ლარია გამოყოფილი და პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება“, - განაცხადა დავით შერაზადიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - იმ ლოგიკით, რა ლოგიკითაც მოქმედებს ხელისუფლება ქვეყნის შიგნით და გარეთ, აზიანებს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები
კახა ოქრიაშვილი - უკანონოდ დანიშნული მოსამართლეები მართლმსაჯულების სისტემის გარეთ დარჩებიან
გამჭვირვალე და მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო მედიკამენტებზე - "ფარმადეპომ" ახალი პორტალი SANDO.COM.GE პრეზენტაცია გამართა
აიღეთ „ვითიბიში“ იპოთეკური სესხი უცხოურ ვალუტაში და მომენტალურად დაიბრუნეთ თანხის 2%
დაადგინეთ თქვენი კომპანიის ციფრული სიმწიფე BDO Digital-თან ერთად
“მწვანე კონცხი ბოტანიკო” საახალწლო აქციის ფარგლებში ბინების ფასდაკლებით შეძენას და საჩუქარს გთავაზობთ
„ავერსის“ თვითმომსახურების აპარატი - სწრაფად, მარტივად, ურიგოდ