მირდატ ქამადაძე ბათუმის ​საკრებულოს შენობიდან სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს დეპუტატი მირდატ ქამადაძე ​საკრებულოს შენობიდან სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით გაიყვანეს. მირდატ ქამადაძის განცხადებით, სამართალდაცავებმა მასზე იძალადეს და აქვს ლეგიტიმური უფლება, რომ საკრებულოს სხდომას დაესწროს.

აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე აცხადებს, რომ მირდატ ქამადაძე საკრებულოს სხდომათა დარბაზში მომხდარი ინციდენტის გამო სხდომიდან არის გაძევებული და მისი შენობიდან გაყვანა ამიტომ მოხდა.

პარალელურად, ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება საკრებულოს შენობასთან, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერები არიან შეკრებილები.

ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრმა მირდატ ქამადაძემ საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ხსნარი გაუშვა, რის გამოც სხდომა შეწყდა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა