ვახტანგ კალოიანი - ბათუმში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ერთ რამეს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ბათუმის მოსახლეობას ერთი წლით წაართვას არჩევნები

ბათუმში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს ერთ რამეს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს ბათუმის მოსახლეობას ერთი წლით წაართვას არჩევნები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ხდება ყველა იმ მუნიციპალიტეტში, სადაც „ქართულ ოცნებას“ უმრავლესობა არ აქვს.

„ქართული ოცნება“ ცდილობს ფორმალურადაც წაართვას არჩევანი მოქალაქეს და რეალურად გააუქმოს არჩევნების შედეგები. მნიშვნელოვანია არამხოლოდ უბრალო უმრავლესობით დამარცხება, რაც ბათუმში მოახერხა კოორდინირებულმა ოპოზიციამ, არამედ იმხელა უპირატესობით დამარცხება, რომ მსგავსი ტექნიკური ხრიკებით და თუ საჭიროა კანონის ცვლილებითაც კი, ვერ მოახერხონ ჩვენი მოქალაქეების არჩევანის წართმევა“, - განაცხადა კალოიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტს კენჭს უყრიან. ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, „ქართული ოცნება“ ცდილობს „წინა მოწვევის საკრებულოს“, სადაც მმართველ გუნდს უმრავლესობა აქვს, კანონდარღვევით მიაღებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი.

შენობის ირგვლივ მობილიზებული არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. ისინი სხდომას შეძახილებით: „მონებო“ და „ვერ ჩაატარებთ“ აპროტესტებენ. საკრებულოს შენობაში რამდენიმე ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა