აქციის მონაწილეები ბათუმის საკრებულოს შენობაში შესვლას ცდილობენ - აქციის მიმდინარეობისას ორი პირი დააკავეს

ბათუმის საკრებულოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის გამოც ადგილზე მათსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირებაა. არსებული ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას ორი პირი დააკავეს.

ადგილზე იმყოფებიან საკრებულოს ის დეპუტატები, რომლებსაც სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. აქტივისტების განმარტებით, ადმინისტრაციულ უწყებაში სხდომები საჯაროა და უფლება აქვთ, რომ სხდომას დაესწრონ. მათივე თქმით, დღეს არ დაიშლებიან და აღნიშნული სხდომა ჩაიშლება.

,,ვითხოვდით, რომ სხდომიდან გამოსულიყვნენ ძველი საკრებულოს წევრები, ბიუჯეტი უნდა მიიღოს ახალმა საკრებულომ და არა ძველმა. პოლიციელები ვერ გვიხსნიან რატომ გვიზღუდავენ შესვლის უფლებას ადმინისტრაციულ უწყებაში, სადაც სხდომები არის საჯარო და უნდა დავესწროთ. მოვინდომეთ შესვლა, მეტი უფლება აღარ დაგვრჩა. ვხედავთ როგორ იცავენ ისინი ბოროტებას, ჩვენ არ დავიშლებით და ეს სხდომა ჩაიშლება. ამ უკანონობას ახალისებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, რომელმაც დაუყონებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“