"საერთაშორისო გამჭვირვალობის" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი - 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალარჩეულმა საკრებულომ, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალარჩეულმა საკრებულომ, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დამტკიცებაზე",- განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ზუგდიდის ოფისის კოორდინატორმა არჩილ თოდუამ.

მისი განმარტებით, ამ პროცესით ფორმალურად კანონი არ ირღვევა, თუმცა აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი სწორედ ახლად არჩეულმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, რადგან პასუხისმგებელი სწორედ ის არის.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა განცხადება მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით. ჩვენი შეფასებით, სავარაუდოდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია სპეციალურად არ ნიშნავს ახალი საკრებულოს პირველ სხდომებს იმისთვის, რომ ძველ საკრებულოებს მიეცეთ ბიუჯეტის დამტკიცების შესაძლებლობა. ჩვენ მიგვჩნია, რომ 2022 წლის ბიუჯეტი უნდა დაამტკიცოს ახალარჩეულმა საკრებულომ, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დამტკიცებაზე, იმიტომ რომ სწორედ ეს საკრებულო იქნება 2022 წლიდან პასუხისმგებელი ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების კონტროლზე, ამიტომაც ჩვენ მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტის დამტკიცებაში ჩართული უნდა ყოფილიყო ახლად არჩეული საკრებულო",- განაცახდა თოდუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა