სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების პერსპექტიული ფორმები გამოავლინა

საქართველოს ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ადაპტირებული, სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების გამოვლენის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა 3 წლიანი პროექტი „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ განახორციელა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი განმარტებით, პროექტის ფარგლებში მოხდა ვერხვის პერსპექტიული ფორმების შესარჩევი ძირითადი მახასიათებლების იდენტიფიცირება, ვეგეტაციის პერიოდში ზრდა-განვითარების დედრომეტრული, მორფომეტრული მაჩვენებლების აღრიცხვა და გახარების პროცენტის დადგენა, საველე მასალების ანალიზი და პერსპექტიული ფორმების იდენტიფიცირება, შერჩეული პერსპექტიული კლონების ბიომასის, ენერგეტიკული და ნახშირბადის პოტენციალის განსაზღვრა.

„კვლევები მცხეთაში, გორსა და ხაშურში საცდელ ფართობებზე, ინტროდუცირებულ, ახალ ჰიბრიდული ვერხვების სწრაფმზარდ 21 კლონზე მიმდინარეობდა. პერსპექტიული კლონები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა - ზრდის ტემპი, გახარების უნარი, ყინვაგამძლეობა, გვალვაგამძლეობა და მავნებელ-დაავადებებისადმი შედარებითი მდგრადობა.

პროექტის ფარგლებში სპეციალისტები იტალიის „ბიოპოპლარის“ სწრაფმზარდი ხეების კერძო კვლევით კომპანიას ესტუმრნენ, სადაც ბიომასის პროდუქტიულობის მეთოდებს გაეცნენ და ადგილობრივი კონსულტანტის დახმარებით, ექსპერიმენტული პლანტაციის გაშენების სქემა შეიმუშავეს.

ვერხვის სწრაფმზარდი ფორმებით გაშენებული პლანტაციების უპირატესობა დროის მოკლე პერიოდში სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის მიღების შესაძლებლობა, დაბალპროდუქტიული მიწების ეფექტური ჩართვა სამეურნეო წარმოებაში, ტრადიციული მერქნული სათბობ-ენერგეტიკული ნედლეულის გამოთავისუფლება და მისი შეცვლა შედარებით იაფი თვითაღდგენითი ბიოსაწვავის რესურსით და ადგილობრივი სანედლეულო ბაზის შქმნის შესაძლებლობაა.

პროექტი „სწრაფმზარდი მერქნიანი მცენარეების შესწავლა და გამოყენების პერსპექტივები საქართველოში“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსატყეო კულტურების კვლევის სამსახურმა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა“,-აღნიშნულია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
კახა ოქრიაშვილი რესპუბლიკურ საავადმყოფოზე - ეს არის ერთადერთი სახელმწიფოებრივი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით
„ვოლტის“ სათავო ოფისი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
„თეთრი კვადრატი“ საბურთალოზე 2 ახალ პროექტს იწყებს
განაახლე შენი გარდერობი Cashback-სა და VISA-სთან ერთად
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს