ბათუმის საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება

ბათუმის საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები ძალადობის გზით ცდილობენ აქციის დაშლას.

არსებული ინფორმაციით, აქციაზე სამი ადამიანია დაკავებული.

„დაკავებულია რამდენიმე ადამიანი სრულიად უკანონოდ. შსს-ს წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოდიან, რათა წამოაგონ ადამიანები დაპირისპირებაზე. პროვოკაციას აწყობენ თავად პოლიციელები, რომლებმაც წესრიგი უნდა დაიცვან და უსაფრთხოება უზრუნველყონ. ჩვენ გავაგრძელებთ და ყოველდღიურადა ასეთ მდგომარეობაში გვეყოლება როგორც „ქართული ოცნება“, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა ნოდარ დუმბაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა