პროფკავშირები „რუსთავის სამშობიარო სახლში“ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარვევების დაუყოვნებლივ გამოსწორებას მოითხოვენ

პროფკავშირები სს „რუსთავის სამშობიარო სახლში“ შრომის ინსპექციის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარვევების დაუყოვნებლივ გამოსწორებას და მედპერსონალის მიმართ დაგროვილი 2 წლის სახელფასო დავალიანების სრულად დაფარვას მოითხოვენ. საქართველოს გაერთიანებულმა პროფკავშირებმა და მედიცინის მუშაკთა პროფკავშირებმა, „რუსთავის სამშობიარო სახლთან“ ბრიფინგი გამართეს.

როგორც ბრიფინგზე გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ განაცხადა, შრომის ინსპექციამ რუსთავის სამშობიარო სახლში არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარა, რის შედეგადაც დადასტურდა ის დარღვევები, რაზეც პროფკავშირები დიდი ხანია საუბრობენ.

„24 სექტემბერს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით სამშობიარო სახლში შევიდა შრომის ინსპექცია. შრომის ინსპექციის შემოწმების შედეგად დადასტურდა ის დარღვევები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. ამ სამშობიარო სახლში მედპერსონალს მონებივით ეპყრობიან, მათი შრომითი უფლებები დარღვეულია უხეშად და რაც ყველაზე მთავარია, 129 თანამშრომლიდან 117 ექთანს, სანიტარს და ექიმს 2 წლის ხელფასები აქვს ასაღები. ხელფასს აქ იღებდა მხოლოდ სამშობიარო სახლის 12 თანამშრომელი, რომლებიც არიან მეპატრონის შვილი, შვილიშვილი და ნათესავები. დანარჩენ 117 თანამშრომელს 2 წლის სახელფასო დავალიანება აქვს, რომელიც ჯამში 700 ათას ლარამდეა“, - განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირების პრეზიდენტის ირაკლი ამირანაშვილის განცხადებით, რუსთავის სამშობიარო სახლში მომუშავე მედპერსონალს ხელშეკრულებით განსაზღვრული არა აქვთ სამუშაო დრო, არა აქვთ შესვენება, არ იღებენ ანაზღაურებას ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის.

„შრომის ინსპექციამ მათ მისცათ გონივრული ვადა - ერთი თვე, რომ გამოასწორონ დარღვევები, აგრეთვე ის დავალიანება, რაც აქვთ მედპერსონალის მიმართ უნდა იქნას გასტუმრებული. 21-ე საუკუნეში, პანდემიის პირობებში სირცხვილია როდესაც მედპერსონალი, სანიტარი, ექიმი, ექთანი პირნათლად და პატიოსნად ასრულებს თავის მოვალეობას, დამსაქმებელი უხეშად არღვევს ამ პირობებს, იგი კომფორტულადაა, იმიტომ, რომ ფინანსები მის ხელშია და ადამიანი, რომელიც მუშაობს, ელოდება თვის ბოლოს კუთვნილ ხელფასს, ის სამწუხაროდ, ვერ იღებს. ეს ყოვლად დაუშვებელია“, - განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.

სს ,,რუსთავის სამშობიარო სახლში“ აცხადებენ, რომ დადგენილ ვადებში შესრულდება და გამოსწორდება შრომის ინსპექციის შემოწმების ოქმში დაფიქსირებული ყველა მოთხოვნა და გასტუმრებული იქნება ძველი სახელფასო დავალიანება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა