ნიკა მელია - გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს არ უნახავს - რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ, მით უფრო სწრაფად დასრულდებიან

ბათუმის საკრებულოსთან, სადაც 2022 წლის ბიუჯეტი ხმაურისა და ოპოზიციის პროტესტის ფონზე დაამტკიცეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მივიდა.

მელიას თქმით, „გადარჩეული საკრებულოს“ მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს.

,,ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებულია ეს ხელისუფლება. მათ მორალური და პოლიტიკური საფუძველი გამოეცალათ, მხოლოდ პოლიციურ ძალებზე დგანან და როდემდე იდგებიან? ჩამოინგრევიან და ამ ყველაფერში დიდ როლს ითამაშებს ქართველი ხალხი. რაც უფრო მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებენ მით უფრო სწრაფად დასრულდებიან. აქ მყოფმა ჩვენმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ ჩამოხსნეს ნიღაბი ამ რეჟიმს. გადარჩეული საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი ამ სახელმწიფოს ნამდვილად არ უნახავს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა