ნიკა მელია - თუ არ ხარ მიკერძოებული, აუცილებლად უნდა ითხოვდე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას - მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილი-მურუსიძეს ჰყავს ტყვეობაში აყვანილი

ბრძოლა დაიწყო მაშინ, როდესაც რეჟიმმა მიიტაცა არჩევნები და მძევლად აიყვანა მიხეილ სააკაშვილი. ვიდრე ეს ორივე მოცემულობა არ შეიცვლება, არავინ, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ლოდინს „ციური მანანა" გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს თუ დაგვინიშნავს ახალ არჩევნებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ბათუმის საკრებულოსთან მისვლის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, სააკაშვილის გათავისუფლებისთვის თითოეული მათგანი მუდმივად იბრძვის და ამის პარალელურად იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი ახალი გეგმა, რომელიც ახალ არჩევნებს დაუკავშირდება.

„თუ არ ხარ მიკერძოებული, აუცილებლად უნდა ითხოვდე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. მესამე პრეზიდენტი ღარიბაშვილი-მურუსიძეს ჰყავს ტყვეობაში აყვანილი და ვერასდროს იპოვის სამართალს, რადგან სამართლიანი სასამართლო არ არსებობს. სააკაშვილის გათავისუფლებისთვის თითოეული ჩვენგანი მუდმივად ვიბრძვით, ამ ყველაფრის პარალელურად იქნება ოპოზიციური პარტიების მიერ წარმოდგენილი ახალი გეგმა, რომელიც დაუკავშირდება ახალ არჩევნებს. ბრძოლა დაიწყო როდესაც რეჟიმმა მიიტაცა არჩევნები და მძევლად აიყვანა მიხეილ სააკაშვილი, სანამ ეს ორივე მოცემულობა არ შეიცვლება, არავინ, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობა“ არ აპირებს ლოდინს „ციური მანანა" გაათავისუფლებს მიხეილ სააკაშვილს თუ დაგვინიშნავს ახალ არჩევნებს“, - აღნიშნა ნიკა მელიამ.

იოსებ ბარათაშვილი - მოვლენები მიმდინარეობს არა ხელისუფლების, არამედ მიხეილ სააკაშვილის სცენარით
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
შეიძინე Samsung-ის სმარტფონი მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით და ჩაერთე Trade-In აქციაში
„სიმეტრია პარკი“ ოქროყანაში - თბილისს მალე ახალი ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო შეემატება
ჰუალინგის თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
„თქვენს გზავნილზე ახალი საჩუქარია“ - ლიბერთი საერთაშორისო ფულად გზავნილებზე ახალი კამპანიას იწყებს
„კარფურისა“ და „FinExCoop“ მიერ ორგანიზებული „კარტოფილის ფესტივალი“ - ადგილობრივი ფერმერების მხარდასაჭერად
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს