დღეს, საკრებულოს სხდომაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, ბათუმის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 254 მილიონ 47 ათას 400 ლარით განისაზღვრა, რაც 2021 წლის საწყის ბიუჯეტს 103 მილიონი ლარით აღემატება, ხოლო მიმდინარე წლის მოქმედ ბიუჯეტს 49 მილიონ ლარზე მეტით.
ბიუჯეტის პროექტი ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა წარადგინა. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება:
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება - 105, 373, 300 ლარი ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარეობისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება - 21,924,900 ლარი
განათლება - 27,855,100 ლარი
კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი - 12,721,600 ლარი
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 18 408,600 ლარი
ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება - 2,010,000 ლარი
მუნიციპალური სერვისების განვითარება - 7,906,700 ლარი.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, ფინანსური დოკუმენტი სრულად შეესაბამება მოსახლეობის მიერ მხარდაჭერილ პრიორიტეტებს.
"2022 წლის ბიუჯეტში ჩვენ მაქსიმალურად გავითვალისწინეთ ყველა ის პროექტი, რომელიც მოსახლეობის საჭიროებებზეა მორგებული. პრიორიტეტების მიხედვით ჩვენ შევძლებთ ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებასა და ქალაქის სწორ განვითარებას“, - განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"