ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე - ბიუჯეტი დავამტკიცეთ, რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს პროექტების გაჩერების შესაძლებლობა არ ჰქონდეთ - დიახ! ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება

ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალურის სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს 30-მდე ადამიანი, რომელსაც ვიწროპოლიტიკური ინტერესი აქვს, - განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ბესიკ ჭეჟიამ. მან კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტა, ბიუჯეტის დამტკიცების ვადების შესახებ და აღნიშნა, რომ პროცედურა კანონის დაცვით წარიმართა.

„დღეს, მოქმედმა საკრებულომა დაამტკიცა ადგილობრივი ბიუჯეტი, რომელიც ჩვენი ქალაქის და მისი განვითარების მთავარი ფინანსური დოკუმენტია. ჩვენ დავამტკიცეთ ადგილობრივი ბიუჯეტი, რათა ოპოზიციაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს ბიუჯეტის ჩაგდების, შესაბამისად, მუნიციპალური სამსახურების მუშაობის, ინფრასტრუქტურული პროექტების გაჩერებისა და ჩვენს ქალაქებსა თუ სოფლებში განვითარების შეწყვეტის შესაძლებლობა არ მიეცეთ.

დიახ! - ეს არის ჩვენი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარეობს და სრულ თანხვედრაშია საქართველოს კონსტიტუციასა თუ ნებისმიერ საკანონმდებლო ჩარჩოსთან!

დღეს დესტრუქციული ოპოზიციური ძალები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ბიუჯეტის მიღებისთვის, თუმცა ეს არ გამოუვიდათ, ზუგდიდის განვითარებას და აქ მცხოვრები მოქალაქეებისთვის მუნიციპალური სერვისების მიღებას ვერ შეაჩერებს ის 30-მდე ადამიანი, რომელსაც ვიწროპოლიტიკური ინტერესი აქვს და ჩვენი მუნიციპალიტეტის გაჩერება სურს.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ახლადარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა 3 დეკემბერს ჩანიშნა. მანამდე კი მოქმედი საკრებულოები არიან უფლებამოსილნი“, - განაცხადა ბესიკ ჭეჟიამ.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატებისა და მათი მხარდამჭერების პროტესტის მიუხედავად ძველი მოწვევის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. სიტუაცია საკრებულოს შენობასა და მის გარეთ რამდენიმეჯერ დაიძაბა, უფრო მეტიც პოლიციამ ორი მოქალაქე გადაიყვანა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა