ანრი ოხანაშვილი - ვთხოვ ყველას, წარმოადგინონ, რომელ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის და იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების პროცესი!

ვთხოვ ყველას, წარმოადგინონ, რომელ საერთაშორისო სტანდარტს არ შეესაბამება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების პროცესი! - დაიდოს არა მხოლოდ ფრაზა - “რეფორმაა საჭირო“, არამედ კონკრეტული წინადადებები, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, 2019 წლამდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების არჩევის არანაირი პროცედურა არ არსებობდა და მათი წარდგენა პარლამენტში პრეზიდენტის მხრიდან ერთპიროვნულად ხდებოდა. ოხანაშვილის თქმით, ახლა პროცესი გახსნილია და ყველა დაინტერესებულ მხარეს მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა აქვს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის აზრით, ვინც განხილვის პროცესში მონაწილეობას არ იღებს, მისი პასუხიმგებლობის საკითხია და “ეს პროცესს ვერ დააკნინებს“.

“ვერ დაასახელებთ საკითხს, რასაც “ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს არ უცხადებს. დღეს რომ ვთქვათ, რომ ევროკავშირის წევრობაზე შეგვქვს განაცხადი, 100%-ით დამერწმუნეთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს ამ საკითხსაც გამოუცხადებს და იტყვის, რომ განაცხადი საკმარისად დასაბუთებული არ არის. პარტია “ლელო“ არის “ნაციონალური მოძრაობის“ ცრუმაგიერი პირი - უბრალოდ “ლელო“ ჰქვია. შესაბამისად, “ლელო“ და “ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი პარტია. “გირჩი“ მოსმენების პროცესში მათი ორიგინალური შეხედულებების გამო არ მონაწილეობს, რაც მათი პასუხისმგებლობაა. რაც შეეხება პარტნიორებს, ჩვენ მათთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს - ყველა დაინტერესებულ მხარეს შეტყობინება გავუგზავნეთ და მათ სრული შესაძლებლობა ჰქონდათ მოსმენის პროცესს დასწრებოდნენ. ვინც არ ესწრება, მათი არჩევანია.

სახალხო დამცველი პროცესს პოზიტიურად იქამდე არ შეაფასებს და არ ჩაერთვება, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი გრძელდება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ნინო სანდოძეს გაესაუბრა. გასაუბრება გაიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ერთ კანდიდატ - თეა ძიმისტარაშვილთან.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD World Elite ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის