ბექა ბასილაია - ხელისუფლებამ თავის პანიკურ შიშზე ხელი უნდა აიღოს და უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება

ხელისუფლებამ თავის პანიკურ შიშზე ხელი უნდა აიღოს და უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილი დღეს ყველაზე სუსტად იყო, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი სასამართლო პროცესზე მის დასასწრებად.

მიხეილ სააკაშვილი დღეს იყო ყველაზე სუსტად, პოსტრავმული სინდრომი აშკარად იყო გამოხატული, თუმცა, ამის მიუხედავად, სააკაშვილი მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი 29 ნოემბრის პროცესზე დასასწრებად, ის სასამართლო პროცესს დაესწრება. ამავდროულად, ჩვენ აქედანვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ მიუთითონ შეკრებაზე, უაღრესად მშვიდობიან შეკრებაზე მოტივად მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანასთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში გახმაურებული სასამართლო პროცესები, მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს აქციების, დემონსტრაციების ფონზე, მაგრამ ეს არ ზღუდავს არცერთ ბრალდებულს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებისგან, მით უფრო, ეს შეკრება, წინასწარ ვაცხადებთ, როგორც ის შეკრებები, რომლებიც აქამდე გამართულა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არის უაღრესად მშვიდობიანი. შესაბამისად, ხელისუფლებამ თავის შიშზე, თავის პანიკურ შიშზე ხელი უნდა აიღოს და უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ბექა ბასილაია - ხელისუფლებამ თავის პანიკურ შიშზე ხელი უნდა აიღოს და უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება

ხელისუფლებამ თავის პანიკურ შიშზე ხელი უნდა აიღოს და უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბასილაიას განცხადებით, სააკაშვილი დღეს ყველაზე სუსტად იყო, მაგრამ ეს არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი სასამართლო პროცესზე მის დასასწრებად.

მიხეილ სააკაშვილი დღეს იყო ყველაზე სუსტად, პოსტრავმული სინდრომი აშკარად იყო გამოხატული, თუმცა, ამის მიუხედავად, სააკაშვილი მკაფიოდ აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ შეიძლება გახდეს დამაბრკოლებელი 29 ნოემბრის პროცესზე დასასწრებად, ის სასამართლო პროცესს დაესწრება. ამავდროულად, ჩვენ აქედანვე მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ მიუთითონ შეკრებაზე, უაღრესად მშვიდობიან შეკრებაზე მოტივად მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანასთან დაკავშირებით. მთელ მსოფლიოში გახმაურებული სასამართლო პროცესები, მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები მიმდინარეობს აქციების, დემონსტრაციების ფონზე, მაგრამ ეს არ ზღუდავს არცერთ ბრალდებულს სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებისგან, მით უფრო, ეს შეკრება, წინასწარ ვაცხადებთ, როგორც ის შეკრებები, რომლებიც აქამდე გამართულა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, არის უაღრესად მშვიდობიანი. შესაბამისად, ხელისუფლებამ თავის შიშზე, თავის პანიკურ შიშზე ხელი უნდა აიღოს და უნდა უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გამოცხადება“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო