სეუ - ში ახალგაზრდული მუშაკების ეროვნული ფორუმი გაიმართა

წელს პირველად, ახალგაზრდობის სააგენტოს ინიციატივით, პარტნიორი ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტ სეუ-ს მხარდაჭერით, ახალგაზრდული მუშაკების ეროვნული ფორუმი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდობის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფორუმის გახსნით ნაწილში დამსწრე აუდიტორიას, სეუ-ს ვიცე რექტორი სამეცნიერო- კვლევითი მიმართულებით ანა ფირცხალაშვილიც მიესალმა:

„ჩვენთვის როგორც საქართველოში ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტისთვის ნამდვილად დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ამ ღონისძიებას, მადლობა მინდა გადავუხადო ახალგაზრდობის სააგენტოს ნდობისა და პარტნიორობისთვის, ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული არამედ ფორმალურ განათლების მიღმაც ყველა სხვა საქმიანობაში, რადგან არაფორმალური განათლება ავსებს ამ სფეროს, რადგან მხოლოდ სწავლა-სწავლება და კვლევა, არ არის საკმარისი საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის“, - აღნიშნა მან.

ფორუმის ფარგლებში თავი მოიყარა ახალგაზრდულ საქმიანობაში ჩართულმა ახალგაზრდულმა მუშაკებმა, საინიციატივო ჯგუფებმა, ასოციაციებმა და ინსტიტუტებმა.

ფორუმის ფარგლებში, წელს პირველად გაიმართება წლის საუკეთესო ახალგაზრდული მუშაკების დაჯილდოება. საქართველოს 10 რეგიონიდან და თბილისიდან შერჩეულ, 11 წლის ახალგაზრდულ მუშაკებს სააგენტო მიმდინარე წლის ბოლომდე, 5 დღიანი სასწავლო ვიზიტით ესტონეთში გაუშვებს.

ფორუმი და ახალგაზრდული მუშაკის დაჯილდოება არის შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკული ახალგაზრდული საქმიანობის პოზიტიური გავლენა ინდივიდუალურ, სოციალურ და ეროვნულ დონეზე. ახალგაზრდული საქმიანობა და ახალგაზრდული მუშაკები ქმნიან და უზრუნველყოფენ უსაფრთხო გარემოს, რომელშიც ახალგაზრდებს შეუძლიათ არაგანსჯად გარემოში შეიმეცნონ საკუთარი თავი, დასვან კითხვები, დააფიქსირონ კრიტიკული მოსაზრებები, იგრძნონ თავი დაფასებულად და მხარდაჭერილად.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?