„ჯივიპი“ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის გადაუდებელ სამუშაოებს ჩაატარებს

27 ნოემბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ტექნიკური ჯგუფები წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებენ. გადაუდებელი სამუშაოები წყალმომარაგების სისტემის რამდენიმე მონაკვეთზე ერთდროულად, ინტენსიურ რეჟიმში განხორციელდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს.

მათივე განმარტებით, ახალი ტუმბო-აგრეგატის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით ბახტრიონის სატუმბო სადგურში წყალსადენის ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება. პარალელურად ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება წყალმომარაგების მაგისტრალურ ქსელებზე - მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩების კვეთაზე და ასევე, მაყაშვილის ქუჩა N32-ის მიმდებარედ.

დაგეგმილი სამუშაოების სირთულიდან გამომდინარე 27 და 28 ნოემბერს მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძისა და მთაწმინდის ქუჩებზე სრულად შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა. 27 ნოემბერს ასევე, ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა მაყაშვილისა და კაკაბაძის ქუჩებზე.

წყალსადენის ქსელზე დაგეგმილი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური მილების წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ 27 ნოემბრის საღამოს 21:00 საათიდან 28 ნოემბრის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში: რუსთაველის, მელიქიშვილის გამზირს, კაკაბაძეების, ზალდასტანაშვილის, გაბაშვილის, ქიაჩელის, ჭოველიძის, მაყაშვილის, გოგებაშვილის, ნიკოლაძის, ვარაზის ხევის, ანჯაფარიძის, ბაქრაძის, ლარსის, რჩეულიშვილის, გ. ახვლედიანის, გრიბოედოვის, ზუბალაშვილის, გუდიაშვილის, ფურცელაძის, ალ. ჭავჭავაძის, ლაღიძის, არსენას, ბესიკის, ჭონქაძის, ამაღლების, ლეონიძის, იაშვილის, ლერმონტოვის, მაჩაბელის, გ. ტაბიძის, ჯანაშიას, პეტრიაშვილის, პუშკინის, ასათიანის, გუნიას და მიმდებარე ქუჩებს; თაბუკაშვილის, კოტე აფხაზის და ორთაჭალის ქუჩების ნაწილს.

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, ბარნოვის, მცხეთის, შატბერაშვილის, კეკელიძის, ჟვანიას, ფალიაშვილის, არაყიშვილის, რამიშვილის, აბულაძის, მოსაშვილის, კავსაძის, ატენის, ყიფშიძის, წყნეთის და მიმდებარე ქუჩებს.

ვაჟა-ფშაველას, გამსახურდიას, ყაზბეგის გამზირის ნაწილს, ბახტრიონის, კარტოზიას, ფანასკერტელის, თამარაშვილის, კოსტავას, დოლიძის, იოსელიანის, ალექსიძის, მგალობლიშვილის, ტაშკენტის, გაგარინის, შარტავას, იოსებიძის, კანდელაკის, ონიაშვილის, გელოვანის, ზემო ვეძისის, ცინცაძის ქუჩებს, საირმის გორას, უნივერსიტეტის ქუჩის ნაწილს, გამრეკელის, ლორთქიფანიძის, ბერბუკის, როსტევანის, ფარნავაზ მეფის და მიმდებარე ქუჩებს, დასახლებებს - „ახალ თბილისსა“ და ,,ოლიმპიურ ქალაქს”.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში: მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს, ჩხეიძის, ბალანჩინის, ბელიაშვილის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩებს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge

ანდრო გოცირიძე - ახლა დასავლეთთან კონფრონტაციის დრო ნამდვილად არ არის, ურთიერთობები ჩიხშია შესული, მმართველ პარტიას მათი გაჯანსაღების რესურსი აღარ აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2025
ლოპოტას ოლიმპიადა გაიხსნა - ლოპოტა სპა რეზორტი თანამშრომლებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს იწყებს
„სოკარის“ განახლებული შავი კონცეფციის მორიგი სადგური
სილქნეტის და Orange-ის გლობალური მნიშვნელობის თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის
ინოვაციები და ციფრული ტრანსფორმაცია სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“
„კონსიერჟ თბილისი“ უკვე ლოს-ანჯელესში
„პეივ ბანკ საქართველო“ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ლუქსემბურგისა და შვეიცარიის წამყვან ბანკებთან საკორესპონდენტო პარტნიორობას იწყებს
გამოცდილებით შექმნილი ხარისხი - პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა „რენიუ - ლაშა ოსეფაიშვილი“
PSP-სა და საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
შეიძინე „სილქნეტის“ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტები და გაანაწილე გადახდა 12 თვეზე
„hei“ რომპეტროლისგან - 20 წელი მუდმივი განვითარების გზაზე
„ზიონი კრწანისში საელჩოებთან“ პროექტისთვის შვეიცარიული კომპანია „შინდლერი“ ლიფტებს ექსკლუზიურად დაამზადებს
ახლა თითოეულ „თიფს" შეუძლია მიზნის რეალობად ქცევა — Yandex Go-ში კურიერებს უკვე შეუძლიათ გაგიზიარონ, რისთვის აგროვებენ ფულს
ავერსი გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
ბავშვთა დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით PSP პატარებს ტრადიციულად განსაკუთრებულ აქტივობებს სთავაზობს