ქუთაისში, განჯის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. მათი თქმით, სამუშაოები სტარნდარტების დარღვევით მიმდინარეობს, ამასთან ნიადაგი არამდგრადია, რაც მეტ საფრთხეს ქმნის.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, ტერიტორიაზე რეკრიაციული ზონა უნდა მოეწყოთ, თუმცა გამწვანების ნაცვლად ადგილზე კორპუსი შენდება.
მცხოვრებლების თქმით, სამუშაოებს კომპანია "იბერია სტარ გრუპი" აწარმოებს, რომლის მფლობელის შვილიც ქუთაისის საკრებულოს წევრია. ადგილობრივები კომპანიის მფარველობაში მერიასა და დევნილთა სამინისტროს ადანაშაულებენ.
კომპანიის იურისტის თემურ მესხის ინფორმაციით, სამუშაოები ყველა საჭირო ნებართვით მიმდინარეობს, დაცულია სტანდარტები და საფრთხეც არ არსებობს. მისივე თქმით, მშენებლობა კანონიერია.