ილია ვერძაძე - საკუთარ ტყუილებში ლუსტრირებული ოპოზიცია, ბათუმის საკრებულოს 26 ნოემბრის სხდომის ჩაშლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი “ქართული ოცნებიდან“, ილია ვერძაძე აცხადებს, რომ საკუთარ ტყუილებში ლუსტრირებული ოპოზიცია ბათუმის საკრებულოს 26 ნოემბრის სხდომის ჩაშლის მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

ილია ვერძაძის შეფასებით, რადიკალური ოპოზიციის მოქმედების სტილი ტყუილი, დესტრუქცია, ბოიკოტი და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.

„კიდევ ერთხელ გამოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მოქმედების სტილი - ტყუილი, დესტრუქცია, ბოიკოტი, მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ჩვეული, ბინძური მეთოდებით. მთელმა საზოგადოებამ ნახა საკუთარ ტყუილებში ლუსტრირებული ოპოზიცია, ჩვეული არასახელმწიფოებრივი ქმედებებით, კანონის უპატივცემულობით და ხალხის ინტერესების უგულებელყოფით.

1.ტყუილი - ვადაგასული საკრებულო - ნებისმიერი ადამიანი (იურიდიული განათლების გარეშე) გეტყვით, რომ თუ კანონში არის დანაწესი: „ძველი საკრებულოს უფლებამოსილება წყდება ახალის შეკრებისთანავე“, ეს ნიშნავს რომ ვიდრე არ შეიკრიბება ახალი საკრებულო, (ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩანიშნულია 2021 წლის 3 დეკემბერს 12 საათზე) ძველი უფლებამოსილია და მოვალეც განახორციელოს თავისი კონსტიტუციური მოვალეობა.

2.ტყუილი - ბიუჯეტი უნდა მიიღოს ახალმა საკრებულომ - საბიუჯეტო პროცესი ქვეყანაში იწყება ივლისში და სრულდება მისი მიღებით, მაგრამ არა უგვიანეს 31 დეკემბრისა. საერთაშორისო პრაქტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მომდევნო წლის ბიუჯეტი მიიღება სექტემბერშიც, ოქტომბერშიც, ნოემბერშიც და დეკემბერშიც (ჩვენი კანონმდებლობით ბიუჯეტის საკრებულოში წარდგენის ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი). ასე რომ, ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის მიღების ვადები კანონიერია და განპირობებულია პოლიტიკური პასუხისმგებლობითა და მოსახლეობის, ბათუმელების ინტერესით.

რადიკალური ოპოზიცია საჯაროდ აცხადებდა საკრებულოს და საბიუჯეტო პროცესის ბლოკირების შესახებ, რაც ცალსახად მიმართული იყო ეკონომიკის გაჩერების მცდელობისკენ. ამით ისევ და ისევ მოსახლეობა დაზარალდებოდა, კონკრეტულად ბათუმელებს დააკლდებოდათ მრავალი ათეული მილიონი ლარის სარგებელი.

3.ტყუილი - უმრავლესობა წინააღმდეგია ( იგულისხმება 53% 47%-ის წინააღმდეგ), პირველი, ყველა ის პარტია, რომელიც შედის უმრავლესობაში ცალსახად შეიძლება არ იყოს ერთ აზრზე, მეორე და მთავარი არის ის, რომ დემოკრატიული პრინციპი ზოგადად, პრაქტიკაში ქმნის მოცემულობას, როცა პარტიები იღებენ სხვადასხვა პროცენტს და თავისი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, პირველ ადგილზე გასული პარტია (მიიღო მან 35%, 41% თუ 47%) აყალიბებს მთავრობას მარტო, ან კოალიციურად. ასეთი მოცემულობა ჩენს ქვეყანაში, განსხვავებით ყველა წინა ხელისუფლებისგან, შევქმენით ჩვენ. არავის არ მოსდის აზრად, და ჩაითვლება ცალსახად არაკომპეტენტურად, ვინც ინგლისის პრემიერის ბორის ჯონსონის ლეგიტიმურობას ეჭვის ქვეშ დააყენებს. მან 2019 წელს მიიღო 47% და ჩამოაყალიბა ერთპარტიული უმრავლესობა და შესაბამისად გახდა პრემიერი“, - აღნიშნულია ილია ვერძაძის განცხადებაში, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო