ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე ტყიბულის მეშახტეთა პირველადი პროფესიული კავშირის თავმჯდომარემ გაგა ისაკაძემ განუცხადა, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე ორი მუშა გამაგრებით სამუშაოებს აწარმოებდა, რა დროსაც სამთო მასა ჩამოიშალა და მუშები მოიყოლა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ ადამიანამდე ჩასვლა მოხერხდა, ის კონტაქტურია და მიმდინარეობს მისი გამოყვანა, ასევე გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"